www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:12 14.06.2016
„მედიის განვითარების ფონდი“ მედიაში საბიუჯეტო რესურსის განაწილების შესახებ კვლევას აქვეყნებს
დაფინანსებული სტატიები ძირითადად არ არის გამოყოფილი სარედაქციო მასალებისგან, მათ შორის პარტიების მიერ დაფინანსებული კონტენტი, გამონაკლისი არის საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, რომელიც წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით დაფინანსების აღმნიშვნელ ნიშანს იყენებს, - ამის შესახებ „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევაშია საუბარი, რომელიც ეხება „რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკას“ სამაუწყებლო, ბეჭდვით და ონლაინ მედიაში 2015 წელს. 

კვლევა ასევე ასახავს მედიამონიტორინგის მიგნებებსაც, რომლის მიზანია აჩვენოს რა ტიპის ინფორმაციის გავრცელებაზე გამოიყოფა საბიუჯეტო დაფინანსება და ახდებს თუ არა საბიუჯეტო შემოსავლები გავლენას მედიაშინაარსზე, ასევე რამდენად არის დაცული სარეკლამო კანონმდებლობით ქცევის კოდექსითა და პროფესიული ეთიკით დადგენილი სტანდარტები. 

კვლევის მიხედვით, სერტიფიცირებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეიტინგების სისტემა მხოლოდ მაუწყებლის შემთხვევაში მოქმედებს, რაც რეგიონულ ტელევიზიებს არ მოიცავს, გაზეთების ტირაჟირება გაუმჭვირვალეა და არც ონლაინ მედიაზე წვდომის საერთაშორისო სისტემის გამოყენება ხდება, რაც ბუნდოვანს ხდის თუ რა ტიპის კრიტერიუმებს ეფუძნება კონკრეტული მედიების შერჩევა რეგიონული ტელევიზიების, გაზეთებისა და ონლაინ მედიის შემთხვევაში.

კვლევის მიხედვით, ცალკეული უწყებები 2015 წელსაც აგრძელებდნენ ისეთ მედიებთან სერვისკონტრაქტების გაფორმებას, რომელთა სარედაქციო პოლიტიკა ქსენოფობიას, ჰომოფობიას და ანტიდასავლურ განწყობებს ეფუძნება. ასევე, კვლევაში აღნიშნულია, რომ „პრორუსული პარტია „დემოკრატიულ მოძრაობასთან“ და რუსული პროგანდის პლატფორმა „სპუტნიკთან“ დაკავშირებული სააგენტო „ნიუსპრესი“ სპუტნიკის პოპულარაზიციას და ანტიდასავლური გზავნილების რედისტრიბუციას ახდენს და საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებთა შორისაა“. 

რაც შეეხება ნაციონალურ ტელევიზიებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ ნაციონალურ ტელევიზიებსა და შერეული დაფარვის არხებზე რეკლამის განთავსება, მეტწილად, სატელევიზიო აუდიტორიის კვლევის შედეგების შესაბამისად ხდება და ამ მხრივ სატელევიზიო რეიტინგებში პირველ და მეორე ადგილზე მყოფი „რუსთავი 2“ და „იმედი“ ლიდერობენ, გამონაკლისია GDS, რომელსაც სატელევიზიო რეიტინგებში 2015 წელს მეექვსე ადგილი ეკავა და მესამე ადგილზე მყოფ „მაესტროსთან“ შედარებით 21,7%-ით ნაკლები, ხოლო მერვე ადგილზე მყოფ „კავკასიაზე“ 82,4%-ით მეტი შემოსავალი ჰქონდა. 

რეკლამისა და ინფორმაციის გავრცელების მიზნით, მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკის შესახებ კვლევის პრეზენტაცია „მედიის განვითარების ფონდმა“ დღეს გამართა. 

კომენტარები:
prtytzdtq2017-05-20 03:03:46
Sgn7Oy <a href="http://zjbewhuxwnnd.com/">zjbewhuxwnnd< /a>, [url=http://yrkrokakbfmy.com/]yrkrokakbfmy[/url], [link=http://mgeiibkusmmb.com/]mgeiibkusmmb[/link] , http://hidyhbtjkoyn.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
ვალუტა ამინდი
USD2.6741
EUR3.0581
GBP3.4421
RUB4.0707
თბილისი 5°-17°
ქუთაისი 9°-12°
ბათუმი 12°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia