www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:42 14.06.2016
თორნიკე მესიზმრება კი არა, სულ ჩემთანაა, ყოველდღე მნახულობს მამაო და მეუბნება, რომ მათი სულები ცოცხალია
ბრალდების მხარის მხრიდან დაკითხვის შემდეგ დარეჯან მინდიკაურს კითხვები თავად ბრალდებულმა დაუსვა. ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ დარეჯან მინდიკაურმა მაგდა პაპიძეს განუმარტა, თუ რას გულისხმობდა დისტანცირებაში, რომელსაც მაგდა პაპიძე იჩენდა. 

„დედაშვილობა მარტო საჭმლის კეთება და სხვა რაღაცების ყიდვა არ არის. თორნიკეს სითბო აკლდა, შენ რომ აუკივლდებოდი და კიოდი, ბავშვი იყო დაფეთებული. ამბობდი, ჩემი შვილია და როგორც მინდა ისე გავზრდიო. დისტანციაზე როცა ვლაპარაკობ, გაიხსენე, როდესაც მშობიარობდი, ჩემთვის არ დაგიძახია შენგან 11 მეტრში რომ ვიყავი და შენს დას დაუძეხე მეორე სართულზე. თუ შეგეძლო ფანჯარასთან მისვლა, იმასაც შეძლებდი, რომ ჩემთან მოსულიყავი“, - განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა. 

მისივე თქმით, ომარ ქაფიაშვილი მაგდა პაპიძისგან ხშირად შეურაცხყოფებს ითმენდა. 

„დიდ შეურაცხყოფას ითმენდა ჩემი შვილი. ძმაკაცებში რომ იჯდა გარეთ, როდესაც მიუვარდებოდი წივილ-კივილით, ჩუმად ადგებოდა და მოგყვებოდა, იმიტომ რომ უყვარდი. შენ რაც შემოხვედი ჩემ ოჯახში, ერთი წლის თავზე, ჩემი ოჯახიდან სულ შენი წივილი და კივილი ისმოდა. გაიკითხოს ყველამ, ჩემი ოჯახიდან არასდროს ხმამაღალი საუბარი არ გაუგიათ, შენს შემოსვლამდე“, - განაცხადა დარეჯან მინდიკაურმა. 

ომარ ქაფიაშვილის დედა პერიოდულად მაგდა პაპიძეს მიმართავდა რეპლიკით „ნუ მსახიობობ“. დაკითხვის ბოლოს მაგდა პაპიძემ დედამთილს სასამართლო დარბაზში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება და მის მიერ დასმული კითხვა - ესიზმრება თუ არა თორნიკე მაინც, გაახსენა. 

„თორნიკე მესიზმრება კი არა, სულ ჩემთანაა. ყოველდღე მნახულობს მამაო და მეუბნება, რომ მათი სულები ცოცხალია“, - განაცხადა მაგდა პაპიძემ, რომლის სიტყვებსაც დარეჯან მინდიკაურის გაღიზიანება მოჰყვა. 

„მამაო დადის ყოველდღე? აღსარება ჩააბარე? შენ რა უფლება გაქვს შავები გეცვას? მთელი ცხოვრება ასეთი მსახიობი იყავი. 8 საათი ორი მიცვალებული გედო ოთახში, მაშინ რატომ არ აგიწია შაქარმა? მაინტერესებს. მაგდა, ცხოვრებაში ფიქრობ, რომ ამაზე მეტად ვინმეს შეუყვარდებოდი, როგორც ამ ორ ადამიანს უყვარდი?“ - მიმართა დარეჯან მინდიკაურმა, რის საპასუხოდაც მაგდა პაპიძემ აღნიშნა, რომ ის სიყვარულისთვის არ იბრძვის. 

„როგორ დავირქვა თვითმკვლელის სახელი. მე არაფერი ჩამიდენია. ამ ხელზე ომარის სისხლი მქონდა და სულ ვკოცნი, მე არაფერი ჩამიდენია“, - განაცხადა მაგდა პაპიძემ. 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 13°-23°
ქუთაისი 14°-27°
ბათუმი 17°-24°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia