www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:32 15.06.2016
„ქართული ოცნების" მორიგი მარცხი საერთაშორისო არენაზე

საერთაშორისო არენაზე „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი მარცხი განიცადა.  „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ“ დაადგინა, რომ ქართული სასამართლომ 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაარღვია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-5 მუხლის "თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის" შესახებ მე-3 ნაწილი.

ასევე დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი "უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები" მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში.

აღსანიშნავია, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე  მე-18 მუხლის დარღვევა მეშვიდე შემთხვევაა. როგორც სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაში ვკითხულობთ, მერაბიშვილისა და იულია ტიმოშენკოს საქმე იდენტურია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნაციონალურ მოძრაობა არასწორ კონტექსტში კითხულობს. ამის შესახებ ეკა ბესელიამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

“ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ თქვა  ის, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის უკანონო პატიმარი. დიახ, წერა-კითხვა ყველამ იცის და ვინც კარგად კითხულობს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, ძალიან მარტივად ნახავს, რომ  მსგავსი რამ არათუ არ უთქვას ევროპის სასამართლოს, უფრო მეტიც, მან თქვა, რომ არ დარღვეულა  ევროპული კონვენციის მე-5.1 მუხლი. ეს არის ის მუხლი, რომელიც იყო გასაჩივრებული და ეხება პატიმრობის კანონიერების საკითხს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, ოთო კახიძე, ეკა ბესელიას, განცხადებებმა გააღიზიანა. კახიძემ გადაცემაში ევროპარლამენტის განაჩენის დოკუმენტი წარმოადგინა და თქვა, რომ ბესელია გადაცემაში „ტყუილებს“ საუბრობს.

„ქალბატონი ბესელია ქართული ოცნების ლიდერების საუკეთესო ტრადიციებით ერთმანეთს ახამებს ტყუილებს და არაკომპეტენტურობას. ყურებს არ ვუჯერებდი, ისეთი რამ მოვისმინე, ბესელიამ ისიც არ იცის, რა წერია ევროპის კონვენციის მე-18 მუხლში,“ - განაცხადა ოთო კახიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას, ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, სამი თვის განმავლობაში, 12 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. მოსარჩელე მხარე ზარალისა და ხარჯების ანაზღურების მიზნით 55 ათას ევროს ითხოვდა. სასამართლომ საბოლოოდ სახელმწიფოს 8 და 4 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, ხოლო კომპენსაციის შესახებ სხვა სარჩელები არ დააკმაყოფილა.

ხელისუფლება საქმეს დიდ პალატაში გაასაჩივრებს, რასაც იურისტები სკეპტიკურად უყურებენ და "ოცნებას" აღსრულების პროცესის დაწყებას ურჩევენ.

„ყოფილ პრემიერს ჯემპრი ჩამოაცვეს თავზე და გაიყვანეს ისე მთავარ პროკურორთან იმიტომ, რომ ქვეყნის ფაქტიურ მართველ ვიღაც ფეოდალს ასიამოვნონ. თავად ივანიშვილმა კი თქვა, რომ მერე რა, რომ გაიყვანესო. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე-18 მუხლი ევროსასამართლოს ისტორიაში სულ 7 შემთხვევაში აქვს დადგენილი.“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
ksewvyyd2017-05-19 22:46:12
38cp0P <a href="http://exdpiigdnywt.com/">exdpiigdnywt< /a>, [url=http://gkmxndqaofjx.com/]gkmxndqaofjx[/url], [link=http://pyfuoumvzvst.com/]pyfuoumvzvst[/link] , http://ywxzuhwizjje.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6682
EUR3.0324
GBP3.4009
RUB3.9852
თბილისი 1°-9°
ქუთაისი 8°-15°
ბათუმი 12°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia