www.people.ge
11:06 16.06.2016
ევროკავშირის ელჩის განცხადება მერაბიშვილის საქმეზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოში იმ რეფორმების გატარებას, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ.

აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, საქართველო-ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

„ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბატონი მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ მეორე მხრივ, სასამართლომ თქვა, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით. უნდა აღინიშნოს ასევე, საქართველოს მთავრობის პირველი რეაქცია. მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს იმ საკითხების გამოძიება, რომელიც ნახსენებია სასამართლოს ვერდიქტში, როგორც ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო. 

რაც შეგვეხება ჩვენ, მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოში რეფორმების გატარების მხარდაჭერას, იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმის უზრუნველყოფისკენ, რომ სასამართლო სისტემა და ზოგადად, სასამართლო სფეროში მუშაობა დამოუკიდებელი და თავისუფალია პოლიტიკური ჩარევისგან“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
იანვარი 2018
იანვარი 2018
იანვარი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.5463
EUR3.1154
GBP3.5134
RUB4.4951
თბილისი -1°-4°
ქუთაისი 5°-11°
ბათუმი 6°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia