www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:26 29.06.2016
მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა კატეგორიულად უარყოფს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობას აპირებდა
მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიშვილი კატეგორიულად უარყოფს მაგდა პაპიძის დედის, ლია შამუგიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობას აპირებდა. ამის შესახებ მალხაზ ქაფიაშვილმა palitratv.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი მტკიცებით, ეს არის ტყუილი.

”წვერი რომ გაქვს ადამიანს და თურქეთში ხარ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ტერორისტი ხარ? ნახევარი საქართველო იქით არის და ვიზა აქვს გაფუჭებული, მაგრამ ეს არ ამტკიცებს არაფერს”, - განაცხადა მალხაზ ქაფიაშვილმა და აღნიშნა, რომ მას ძმასთან ამ საკითხის გამო არავითარი დაპირისპირება არ ჰქონია, როგორც ეს  ლია შამუგიამ განაცხადა და პირიქით,  ძმასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 

გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ძმა, მალხაზ ქაფიაშვილი „ისლამური დაჯგუფების“ წევრობას აპირებდა, - ამის შესახებ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედამ ლია შამუგიამ ”PalitraNews”-ს განუცხადა. 

”მე ისიც მაქვს გაგებული, რომ მახოს უნდოდა „ისლამურ დაჯგუფებაში“ შესვლა. ჩვენ ფეისბუქზე სურათიც მოვიპოვეთ, მერე წაშალა ეს სურათები და ლანა დაბლოკა. წვერიანი ბიჭები დამანახა ლანამ სურათში. ომარი სულ ეჩხუბებოდა, თუ ბრძოლა გინდა, ჩემს გვერდით დადექი და იბრძოლეო. სულ ჰქონდათ ამაზე ჩხუბი, ნუ მარცხვენო, ამის გაკეთება როგორ შეიძლებაო. უშლიდა ძალიან ამ „ისლამურ დაჯგუფებაში“ წასვლას. შეიძლება სრულიად ალალ-მართალია ეს ბიჭი, მაგრამ არ ვიცი”, - განაცხადა ლია შამუგიამ. 

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. პროცესზე უკვე დაიკითხნენ მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, დარეჯან მინდიკაური, ძმა მალხაზ ქაფიაშვილი და მათი მეზობლები. 

ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.

კომენტარები:
sbezvqzl2016-08-04 21:40:03
HzST9d <a href="http://tahqvkckefwp.com/">tahqvkckefwp< /a>, [url=http://mdwprauieshm.com/]mdwprauieshm[/url], [link=http://zniekiyonsqo.com/]zniekiyonsqo[/link] , http://ucfmefieucez.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.6184
EUR3.0798
GBP3.4445
RUB3.9875
თბილისი 13°-24°
ქუთაისი 13°-21°
ბათუმი 16°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia