www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:05 04.07.2016
მრავალშვილიანი დედა სისხლს აბარებს, რომ ბავშვებს პური უყიდოს!
საქველმოქმედო ფონდში „სოციალური პარტნიორობა“ დახმარების თხოვნით ახალშობილთან ერთად მრავალშვილიანი მარტოხელა დედა, ნათია ჯიშკარიანი მივიდა.

მისი მეუღლე ოჯახიდან წავიდა, როდესაც ნათიას მეექვსე ორსულობის შესახებ შეიტყო. მიუხედავად საშინელი საცხოვრებელი პირობებისა და გაჭირვებისა, ნათიამ გადაწყვიტა, რომ არ ჩაიდენდა დანაშაულს თავისი ჯერ არდაბადებული შვილის წინაშე და ასე გაჩნდა პარატა გიორგი. (www.fsp.ge/ge/projects/140-natiajishkariani/)

ნათია ბავშვებთან ერთად ვარკეთილის მასივში, ყოფილი 109–ე სკოლის შენობაში ცხოვრობს, რომელიც საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ბეტონის იატაკი, დაბზარული კედლები, ჩამსხვრეული შუშები, ძველი დამტვრეული ავეჯი... მაგრამ ნათიას წასასვლელი არსად აქვს. იმითაც ბედნიერია, რომ ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ არ უწევს ცხოვრება. 

ნათიას ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს, ასევე აწუხებს თირკველები და ჰიპერტონია. ჰორმონალური დარღვევების ფონზე, მან წონაში მოიმატა და ამის გამო სახსრებიც სტკივა.

ოჯახი სოციალური სასადილოთი სარგებლობს, პროდუქტის შესაძენად თანხა მათ არ აქვთ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ნათიას სისხლიც კი ჩაუბარებია, ბავშებისთვის პური რომ ეყიდა. სასადილოდან მოტანილ საჭმელს ნათია ხშირად არ ჭამდა, რომ ბავშვები მშივრები არ ყოფილიყვნენ. ამის გამო მას რამდენჯერმე გულიც წასვლია. ამიტომ ახლა ბავშვები ყოველთვის სთხოვენ დედას მათთან ერთად ისადილოს! 

ბავშვები ძალიან ზრდილობიანები, ლამაზები და საყვარლები არიან. 

15 წლის გვანცა დედიკოს მარჯვენა ხელია. 

10 წლის ლუკა ოცნებობს, რომ პროფესიონალი რაგბის მოთამაშე გახდეს, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება, დედას კი სამკურნალოდ საშუალება არ აქვს.

5 წლის ნიკოლოზი, რომ გაიზრდება დედიკოსთვის დიდი და ლამაზი სახლის აშენებას გეგმავს.

3 წლის ხატიას და 2 წლის ნანუკას ძალიან უყვართ ხატვა, მაგრამ სახატავი ალბომები და ფანქრები მათ არ აქვთ, ამიტომ უფროსი დაიკოს სკოლის ძველ რვეულში ხატავენ.

პატარა გიორგი კი ყველაზე უდარდელი და ბედნიერი ბავშვია, მასზე ხომ 5 მოსიყვარული და–ძმა ზრუნავს.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ნათია ჯიშკარიანის ოჯახის დასახმარებლად. ნათიას და მის 6 მცირეწლოვან შვილს ყველაზე მეტად საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, პამპერსები, წამლები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ესაჭიროებათ!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ნათია ჯიშკარიანი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/140/

ახლა მათ ძალიან სჭირდებათ თანადგომა. ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია გასაჭირი შევუმსუბუქოთ ამ ულამაზეს ბავშვებს და მათ დედიკოს!

ნათიას მხოლოდ თქვენი იმედი აქვს.იმ ადამიანების იმედი, ვისაც სხვისი გაჭირვების გულთან ახლოს მიტანა შეუძლიათ!

კომენტარები:
dkorfvnnle2016-08-03 16:33:15
Azc0E4 <a href="http://xwrnabqgajfn.com/">xwrnabqgajfn< /a>, [url=http://wbcpsawfrfzm.com/]wbcpsawfrfzm[/url], [link=http://dysixdzvctcb.com/]dysixdzvctcb[/link] , http://rehyvtmrixxg.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 11°-22°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia