www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:48 06.07.2016
არჩილ ხაბაძე - „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად აქტიურად ჩავერთვები წინასაარჩევნო პროცესებში
„ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად აქტიურად ჩავერთვები წინასაარჩევნო პროცესებში, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე არჩილ ხაბაძემ განაცხადა, რომელმაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

ხაბაძის თქმით, მისი მთავრობის მმართველობის ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში რეგიონმა ყველა მიმართულებით ფუნდამენტური წინსვლა განიცადა. 

„მაქსიმალურად ვიცავდით დემოკრატიულ პრინციპებს. აჭარის მთავრობა იყო ღია, გამჭვირვალე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დამცველი და სამართლიანი. რეგიონული მმართველობის არც ერთ პერიოდში, მსგავსი წინსვლა ამ მიმართულებით აჭარას არ ახსოვს; უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით; აჭარის ეკონომიკაში 2013-2015 წლებში ჩაიდო 838 მილიონი დოლარის ინვესტიცია; განვითარდა ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მთელი აჭარის მასშტაბით; სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტები კი საქართველოში ყველაზე წარმატებულად სახელდება; გაიზარდა აჭარის ტურისტული პოტენციალი და ტურისტული ნაკადების მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია; განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ინვესტიციები განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში; მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსახლეობის სოციალური მომსახურებისა და დაცვის სტანდარტი“, - განაცხადა ხაბაძემ და დასძინა, რომ ის და თავისი გუნდი ამაყობს ზემოაღნიშნული მიღწევებით და ძალისხმევით, რომლებიც ხალხისთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას ემსახურებოდა.

ხაბაძის თქმით, პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, დატოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განაგრძოს ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა. 

„მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის თავმდომარის პოსტის დატოვების შემდეგ, აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, წინასაარჩევნო პროცესებში, რათა გაგრძელდეს წინსვლა და განვითარება, რომელიც საქართველოში და აჭარაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაიწყო. მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის. მადლობა თქვენ ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისათვის, მადლობა ჩემი გუნდის წევრებს და ყველა საჯარო მოხელეს დაუღალავი შრომისთვის“ - განაცხადა ხაბაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მომავალ თავმჯდომარეს წარმატება უსურვა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
qxezyisonux2016-08-04 06:32:02
E5uqrD <a href="http://fjcqswyeouif.com/">fjcqswyeouif< /a>, [url=http://jllvwshyghlo.com/]jllvwshyghlo[/url], [link=http://vclojqmnbjuz.com/]vclojqmnbjuz[/link] , http://jtkyiscmqmyx.com/

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2019
თებერვალი 2019
თებერვალი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728123
ვალუტა ამინდი
USD2.6574
EUR3.0146
GBP3.4629
RUB4.0421
თბილისი 1°-14°
ქუთაისი 4°-15°
ბათუმი 7°-11°
მთავარი