www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
08:49 07.07.2016
ჯონ კერი საპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. 

”ნაციონალური მოძრაობისა” და ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებთან შეხვედრა სასტუმრო ”რედისონში”, დღეს დილით გაიმართა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, ყველა იმ საკითხზე აპირებდა საუბარს, რომელიც ქვეყნისთვის აქტუალურია.

”შეერთებული შტატების მხარდაჭერას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მისი ევროატლანტიკური მომავლისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და, რა თქმა უნდა, ყველა ამ თემას ჩვენ დავაყენებთ, მაგრამ ცხადია, რომ არჩევნებამდე 3 თვით ადრე სახელმწიფო მდივნის ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს კიდევ ერთ პრიორიტეტულ სფეროს - ეს არის საქართველოს დემოკრატიზაცია, შიდაპროცესები და არჩევნები. 

ამიტომ, ბუნებრივია, რომ საუბარი გვექნება მომავალ არჩევნებზე, საუბარი გვექნება მედიის თავისუფლებაზე, ძალადობაზე და ყველა იმ თემაზე, რომელიც დღეს პრობლემურია საქართველოში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. გუშინ ძალიან მკაფიო სიგნალები მოვისმინეთ ამ თვალსაზრისით და იმედია, რომ დღეს დეტალებში ვისაუბრებთ სახელმწიფო მდივანთან ამ თემაზე. ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ მიიღებს და გაიაზრებს ყველა იმ მესიჯს, რომელიც მოდის ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

თავის მხრივ, კერის საქართველოში ვიზიტს ”მნიშვნელოვანი” უწოდა ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემაც.

”ყველა თემას შევეხებით, რომელიც დაკავშირებულია შიდაპოლიტიკურ რეფორმებსა და ვითარებასთან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ისევე როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებთან. არის ნატო-ს ვარშავის სამიტის წინა დღეები და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა ინტეგრაციულ პროცესებში”, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი დღეს დასრულდება. თბილისიდან ის უკრაინაში გაემგზავრება. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2019
თებერვალი 2019
თებერვალი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728123
ვალუტა ამინდი
USD2.6598
EUR3.0162
GBP3.4617
RUB4.0543
თბილისი 1°-12°
ქუთაისი 2°-16°
ბათუმი 7°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia