www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:53 13.07.2016
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მან შეთავაზება პირადად გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო
ქართული ოცნების“ ახალმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა შეთავაზება პირადად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღო. ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს თავად განუცხადა. 

თამარ ჩუგოშვილის თქმით, მას აქვს გამოცდილება პოლიტიკის შემუშავების საკითხეში, დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით, შესაბამისად, სავარაუდოდ, სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს. 

„რაც შეეხება დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებას და კიდევ უფრო გამყარებას, ამაზეც მექნება ალბათ მუშაობა. ასევე ინსტიტუციური რეფორმების გაძლიერებაზე“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, რა პოზიცია ექნება მას თუკი აღმოჩნდება, რომ „ქართული ოცნების“ გუნდში არიან ევროატლანტიკური მიმართულების მოწინააღმდეგე პირები, თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ მას მსგავსი მოლოდინი არ აქვს. 

რაც შეეხება რეპლიკას იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ უფრო იყვნენ ე.წ. რეტროგრადები, ასევე ნოვატორულ იდეებს პრობლემები ექმნებოდა, ჩუგოშვილმა აღნიშნულ რეპლიკაზე უპასუხა, რომ მსგავსი წინააღმდეგობა მას არ შეხვედრია. უკვე ერთი კვირაა „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს და მხოლოდ მხარდაჭერას გრძნობს ყველა მხრიდან.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საქმე შეეხებოდა გოგი თოფაძეს, ჩუგოშვილი აღნიშნულ რეპლიკას გამოეხმაურა, რომ გოგი თოფაძე კოალიცია „ქართული ოცნება“ აღარ არის იმ ფორმით, რა ფორმითაც ის იყო.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6656
EUR3.022
GBP3.3613
RUB4.0048
თბილისი 2°-6°
ქუთაისი 6°-13°
ბათუმი 9°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia