www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
12:20 28.07.2016
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის ავტომანქანებს შეიძენს

ჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის (სოფლის ექიმებისათვის) მაღალი გამავლობის ავტომანქანებს შეიძენს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის 2016 წლის პროგრამის ფარგლებში 11 ავტომანქანის შესაძენად გათვალისწინებულია 200,000 ლარი.

ავტომანქანების გადაცემის შემდეგ გაიზრდება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების მობილურობა და მოსახლეობას დროულად მიეწოდება სამედიცინო მომსახურება.

სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობის უწყვეტი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სამინიტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს ადგილზე დამაგრების მიზნით ხელფასზე დანამატის სახით ყოველთვიურად ურიცხავს 300 ლარს, ბარში დასაქმებულებს 150 ლარს.

სოფლის ექიმის მობილობის გაზრდის მიზნით 2014 წელს სამინისტრომ შეიძინა 21 მაღალი გამავლობის ავტომობილი და სარგებლობაში გადასცა მაღალმთიანი აჭარის პირველად ჯანდაცვის ცენტრებს.

სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება თემის სამედიცინო პუნქტების მედდების სახელფასო ანაზღაურება და პირველადი სამედიცინო მოხმარების მედიკამენტებით უზრუველყოფა, აღნიშნული მოსახლეობას საშუალებას აძლევს ადგილზე მიიღოს ექიმამდელი სამედიცინო მომსახურება. 

2014 წელს გადამზადდა თემის სამედიცინო პუნქტის 300-მდე მედდა.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
მაისი 2018
მაისი 2018
მაისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.4734
EUR2.8988
GBP3.3129
RUB4.0339
თბილისი 16°-31°
ქუთაისი 17°-27°
ბათუმი 19°-20°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia