www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:47 12.08.2016
"ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატად ბექა ბასილაია წარადგინა
"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად ბექა ბასილაია იბრძოლებს.

წარდგენაზე გიგა ბოკერია, ნანა ალექსნდრია და ელენე ხოშტარია იმყოფებოდნენ. პარტიიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

,,ფოთში ჩვენ დავასახელეთ ადამიანი, რომელიც მოდის ახალი ენერგიით, ღირებულებებით, ცოდნით. ადამიანი, რომელიც მოდის სუფთა ხელებით პოლიტიკაში და ეს არის ჩვენი მიდგომა ზოგადად საქართველოში, მათ შორის ფოთშიც. ახალი ენერგიით, ახალი სახეებით, ძველი გამოცდილებით, წარსულზე სწავლით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და განვითარდეს. უნდა გაგრძელდეს აღმშენებლობა“, - განუცხადა ,,ინტერპრესმიუსს“ დავით ბაქრაძემ.

ბასილაიმ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ფოთის მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. ,,ფოთის, ფოთის მაჟორიტარულ ოლქზე შემოერთებული გურიის სოფლების და ზოგადად მთელი ქვეყნის წინაშე მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. ამ დროს კი ფოთს უდიდესი პოტენციალი აქვს განვითარებისთვის. ჩვენ ფოთს ვაქცევთ მსხვილ ტურისტულ ცენტრად, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში და ტურისტულ ინდუსტრიაში უამრავი ადამიანი დასაქმდება. პარალელურად ვგეგმავთ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, დავაგებთ შიდა გზებს, მოვაწყობთ პარკირებისთვის სივრცეებს, შიდა ეზოებსა და ბავშვთა სკვერებს, აშენდება საფეხბურთო სტადიონი, საცურაო აუზი, სპორტის სასახლე და რა თქმა უნდა ამ პროცესში უამრავი ადამიანი დასაქმდება. ჩვენ ვგეგმავთ მჭიდრო თანამშრომლობას ადგილობრივ ბიზნესთან და უცხოელ ინვესტორებთან, მათ ექნებათ თავიანთი ქონების დაცვის გარანტია და საუკეთესო პირობები თანხის დასაბანდებლად, წილში მათ არავინ ჩაუჯდება. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მძიმე სოციალური ფონი. ჩვენ აღვადგენთ ერთჯერად დახმარებებს ქალაქის მასშტაბით. გურიის სოფლებში კი ჩვენი სამოქმედო პროგრამაა სრული გაზიფიცირება, შიდა გზების მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა. გლეხს შევუქმნით პირობებს დაამუშაოს მიწა და დავეხმარებით მთელი წლის ნაჯაფით მოწეული მოსავლის გასაღებაში. ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩვენს გეგმებს სისრულეში მოვიყვანთ“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ბექა ბასილაიმ.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ივლისი 2018
ივლისი 2018
ივლისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.4417
EUR2.8436
GBP3.1813
RUB3.843
თბილისი 19°-27°
ქუთაისი 18°-28°
ბათუმი 20°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia