www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
15:16 15.08.2016
"მივიჩნევ, რომ საქართველო უბლოკო ქვეყანა უნდა იყოს "
ფრაქცია ”მრეწველების” წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე საქართველოს უბლოკო სტატუსს მხარს უჭერს, თუმცა ამის კონსტიტუციით განსაზღვრის მომხრე არ არის.

როგორც ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღესდღეობით პარლამენტში ინიცირებული ორივე საკონსტიტუციო ინიციატივა როგორც უბლოკო სტატუსის, ისე საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციით განსაზღვრის თაობაზე წინასაარჩევნო პიარკამპანიის ნაწილია და მეტი არაფერი.

ტყემალაძე იხსენებს, რომ საკონსტიტუციო კომისია სამწელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ მსგავსი წინადადება არავის დაუყენებია.

”კონსტიტუციაში ჩაწერას არ ვუჭერ მხარს, თუმცა მივიჩნევ, რომ საქართველო უბლოკო ქვეყანა უნდა იყოს. ეს გოგი თოფაძეს არაერთხელ დაუსაბუთებია, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა იყოს გაწევრიანებული არც ერთ სამხედრო ბლოკში. ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაერთიანება კარგს არაფერს მოგვიტანს. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ არც ერთი უცხო ქვეყნის ჯარი არ უნდა იდგეს ჩვენს ტერიტორიაზე, რასაც რა თქმა უნდა, ვეთანხმები”, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

მისივე თქმით, დღესდღეობით ზემოაღნიშნული საკონსტიტუციო ინიციატივების წამოწევა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ნაწილია, ვინაიდან ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ პარლამენტს სამუშაოდ მხოლოდ ერთი სესია დარჩა, რომლის ფარგლებშიც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ვერ მოესწრება.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა და შესაბამისი საკონსტიტუციო ინიციატივის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების წინადადებით გამოდის, რომლის მიხედვით, კონსტიტუციის პრეამბულაშივე უნდა დაფიქსირდეს საქართველოს მოქალაქეთა ნება, ევროატლანტიკურ სისტემაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. უსუფაშვილი პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს. 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7137
EUR3.1897
GBP3.5943
RUB4.6071
თბილისი -3°-9°
ქუთაისი 0°-6°
ბათუმი 4°-8°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia