www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
16:50 17.08.2016
რა მოხდა გონიოში - "ერთ-ერთი კურსანტი, სავარაუდოდ, პანიკაში ჩავარდა, გახშირებულად სუნთქვა დაიწყო და ჟანგბადის მარაგი დაცალა"
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გონიოში სიღრმითი ჩაყვინთვის დროს მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა დიმიტრი კიკნაძემ გონიოში პრეზიდენტის ჩასვლის შემდეგ განაცხადა, „ერთ-ერთი დაკარგული კურსანტი, სავარაუდოდ, პანიკაში ჩავარდა, რის გამოც გახშირებულად სუნთქვა დაიწყო და ჟანგბადი გაუთავდა“.

„ერთ-ერთი კურსანტი, სავარაუდოდ, პანიკაში ჩავარდა და ჰაერი გაუთავდა, იმიტომ რომ გახშირებულად სუნთქავდა და მთლიანად დაცალა ჰაერის მარაგი. ინსტრუქტორი ცდილობდა, რომ მისთვის მიეწოდებინა ჰაერი, მერე ანიშნებდა ერთი, ორი, სამი... რომ ესუნთქა... ანუ ვიზუალური კონტაქტი ჰქონდათ“, - განუცხადა კიკნაძემ პრეზიდენტს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული კურსანტის დასახმარებლად მეორე ინსტრუქტორიც მივიდა, თუმცა იქამდე 17 მეტრი სიღრმიდან, სადაც სწავლება მიმდინარეობდა, კიდევ ერთი კურსანტი 5 მეტრის სიმაღლემდე აიყვანა.

„ამოიყვანა 5 მეტრის სიმაღლეზე და ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს. იყო დადასტურება, რომ კარგად გრძნობდა თავს, ჰაერიც საკმარისი ჰქონდა, რის შემდეგაც ანიშნა, რომ ზევით ასულიყო, თვითონ კი წამოვიდა ქვემოთ - ზემოთ რომ ამოყოლოდა, უკვე დანარჩენებსაც დაკარგავდა და იმათაც ვერ მიეხმარებოდა“, - უამბო პოლკოვნიკმა ქვეყნის პირველ პირს.

დიმიტრი კიკნაძის თქმითვე, 17 მეტრის სიღრმეზე დაბრუნებულმა ინსტრუქტორმა დაინახა, რომ კურსანტი უკვე „გაუნძრევლად იყო”.

“შეუმოწმა ჰაერი თუ ჰქონდა, დრო რამდენი იყო და ნელ-ნელა დაიწყო ამოყვანა, თუმცა ამოყვანა რომ დაიწყო, უკვე თვითონ ინსტრუქტორსაც გაუთავდა ჰაერი, რადგან ხან ამას აძალებდა, ხან თვითონ სუნთქავდა - ერთი რეგულატორი ჰქონდათ, ამიტომ აღჭურვილობა მოიხსნა, წამოვიდა დიდი სისწრაფით და როგორც ბიჭები იძახიან, ამოვარდა წყლიდან, რის შემდეგაც გონება დაკარგა, ღებინება და სისხლდენა დაეწყო”, - განმარტა კიკნაძემ და დასძინა, რომ დაკარგულია „ის ბიჭიც“, რომელიც ინსტრუქტორს 5 მეტრის სიმაღლეზე „ამოყვანილი ჰყავდა“.

რაც შეეხება თავად აღნიშნულ ინსტრუქტურს, პოლკოვნიკის ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. რა მოუვიდა კიდევ ერთ ინსტრუქტორს, რომელიც ასევე კურსანტის დახმარებას ცდილობდა, კიკნაძეს პრეზიდენტთან გასაუბრისას არ დაუკონკრეტებია. დაუზუსტებელი ცნობით, ჟანგბადის უკმარისობის გამო ისიც იძულებული გახდა წყლის ზედაპირზე ამოსულიყო, რის შემდეგაც მასაც ღებინება და სისხლდენა დაეწყო.

„სწრაფად ამოსვლა მოუვიდათ, მაგრამ ისეთი არაფერი - ღებინება ჰქონდათ, სისხლდენები შინაგანი ორგანოებიდან და საავაადმყოფოში გვყავდა გადაყვანილი, მაგრამ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ნორმალურია“, - აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

კომენტარები:
ssxohsi2016-10-26 15:38:15
OCikcQ <a href="http://meurlxcmvvgw.com/">meurlxcmvvgw< /a>, [url=http://rmkmleymdrtl.com/]rmkmleymdrtl[/url], [link=http://fzddrxdisjkz.com/]fzddrxdisjkz[/link] , http://jxmehoeitojg.com/

Mikeber2017-09-13 09:40:40
<a href=https://essaywritingservices.us.com/>essay writing service</a>

Mikeber2017-09-15 05:58:58
<a href=https://writemyessay.us.com/>write my papers</a> <a href=https://onlineloans.us.com/>loans online</a>

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ივნისი 2018
ივნისი 2018
ივნისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.4579
EUR2.8357
GBP3.2267
RUB3.8519
თბილისი 17°-31°
ქუთაისი 20°-32°
ბათუმი 22°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia