www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:34 25.08.2016
"დღეს აღარ ერჩიან ბიზნესს, არ იბარებენ ფინანსურ პოლიციაში, არ სთხოვენ მობილური ტელეფონის დაშლას შესასვლელში"

საქართველო მისი რეგიონებისა და მოქალაქეების მათემატიკური ჯამი არ არის და ჩემი აზრით, არ არის სწორი ის, რომ ონს, ამბროლაურს, ცაგერს, ლენტეხს, მესტიას ერთი წარმომადგენელი ჰყავდეს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ონის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.  

მთავრობის მეთაური საქართველოში მთის რეგიონების მათემატიკური დაჯამებით კმაყოფილი არ არის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ თითოეულ კუთხეს გააჩნია საკუთარი უნიკალური, თვითმყოფადი კულტურა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

 პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ შემოდგომაზე ამბროლაურის აეროდრომი გაიხსნება, ხოლო ტერმინალის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. „განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ და მათ შორის სახელმწიფო რესურსებს გამოვყოფთ შოვისა და უწერის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

 ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც აქ ცხოვრობს, იგრძნოს ის სიკეთე, რომლის შეუქცევადი განვითარების საფუძველი, დღეს უკვე ჩაყრილია.

 გვაქვს ძალიან აქტიური დიალოგი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ვაპირებთ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, გარდა იმისა, რაც იხარჯება, დამატებით 5 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯოს საქართველოს ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაში - ეს არის არა მხოლოდ სატრანზიტო გზები, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურა და მთავარი ტურისტული მიმართულებების გზები“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მმართველი  გუნდისთვის მთავარია ადამიანების ღირსება, ის თავისუფლება, რომელიც ქართველმა ხალხმა თავდაუზოგავ ბრძოლაში მოიპოვა. „დღეს აღარ ერჩიან ბიზნეს, არ იბარებენ ფინანსურ პოლიციაში, არ სთხოვენ მობილური ტელეფონის დაშლას შესასვლელში - ეს ყველაფერი ჩვენ გავიარეთ და წარსულში დარჩა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა საქართველოში დამწყები ბიზნესის განვითარების ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც ქვეყანაში მეწარმეობის სულისკვეთების შექმნას და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებას ისახავს მიზნად.

 პირველ გამარჯვებულ კომპანიებს გიორგი კვირიკაშვილი დღეს შეხვდება. „ეს არის უპრეცენდენტო ფონდი, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდებისთვის ქმნის დაფინანსების მოპოვების საშუალებას, ყოველგვარი გირაოსა და უზრუნველყოფის გარეშე. მსგავსი რამ საქართველოში არ ყოფილა.

 ფონდი შეიქმნა საუკეთესო უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით და მას ძალიან დიდი მომავალი აქვს, იმისთვის, რომ ახალგაზრდა ინიციატივიანმა ადამიანებმა შეძლონ საკუთარი საქმის წამოწყება, რა თქმა უნდა, განათლებასთან ერთად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ონის მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ რაჭის უდიდეს პოტენციალს გაუსვა ხაზი.

 „მზად ვარ ავიღო ეს პასუხისმგებლობა. მე ვარ და ვიქნები თქვენი ოჯახების მეგობარი და თქვენი ინტერესების დამცველი საქართველოს პარლამენტში. ჩემს ცოდნას, უნარს, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, ჩემს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, გამოვიყენებ იმისათვის, რომ იგრძნოთ უკეთესობა. როგორც იცით, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი ერთ ოლქად გაერთიანდა, მაგრამ მე ონში მეყოლება წარმომადგენელი, რომელიც კონკრეტულად ონის პრობლემატიკაზე იმუშავებს. რაჭას გააჩნია უდიდესი ტურისტული პოტენციალი.

 ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა შევქმნათ თანამედროვე გარემო, შევქმნათ სამუშაო ადგილები, შევაჩეროთ მიგრაციის პროცესი, განვავითაროთ ტურიზმი, მეცხოველეობა, გონივრულად ავითვისოთ ჰიდრორესურსები, გადავწყვიტოთ სოციალური პრობლემები, რაც კეთილდღეობისა და წარმატებული ყოფა-ცხოვრების მომტანი იქნება თითოეული თქვენთაგანისთვის. წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც პირველ კლასელთა რაოდენობა გაიზარდა წინა წლებთან შედარებით და ეს არის ძალიან სასიხარულო ფაქტი. უნდა გვახსოვდეს, რომ მთის კეთილდღეობა არის ქვეყნის კეთილდღეობა“,-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

(R)

 

 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.5779
EUR2.9344
GBP3.2752
RUB3.8267
თბილისი 17°-24°
ქუთაისი 20°-33°
ბათუმი 23°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia