www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
15:48 29.08.2016
ნამდვილად არ ვაპირებ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას,-ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ალეკო ელისაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტს უწოდებს.

 ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის დასადასტურებლად არსებობს კონკრეტული მაგალითები, მათ შორის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, რომელმაც გიგი უგულავას მერობის პერიოდში იერსახე დაკარგა, თუმცა ეს ფაქტი ალეკო ელისაშვილს არ გაუპროტესტებია.

 „სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის ერთ-ერთი სიმბოლო ქალაქის დამახინჯების. სწორედ უგულავას მმართველობის პერიოდში ფუნდამენტურად დამახინჯდა ქალაქის იერსახე, გამწვანებაზე ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას. ერთ კონკრეტულ ლოკალურ ტერიტორიაზე ათი ათასობის ხე გაიჩეხა. თქვენ თუ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც ან ალეკო ელისაშვილმა, ან ნატა ფერაძემ, ან რომელიმე მათმა თანამოაზრემ გააპროტესტა ასეთი რამ, მაშინ მე შემიძლია ხელები ავწიო, მაგრამ ასეთი რამ რეალურად არ მომხდარა და მიზეზი ამ ყველაფრის ზუსტად ის იყო, რაც ვთქვი. ანუ, კონკრეტული პროექტები, რომელსაც ყავდა კონკრეტული დამკვეთები და სწორედ ამ პროექტების განმახორციელებლები იყვნენ მაშინაც ეს ადამიანები და ამ პროექტის განმახორციელებლები არიან ეს ადამიანები 2012 წლის შემდეგაც. ეს არის რეალური სურათი“,-განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

 ირაკლი კობახიძის თქმით, ალეკო ელისაშვილს არასოდეს გამოუხატავს პროტესტი იქ, სადაც ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

„ნამდვილად არ ვაპირებ ალეკო ელისაშვილთან პოლემიკაში შესვლას. კიდევ ერთხელ გავიმეორებს იმას, რაც უკვე ვთქვი- 2012 წლამდე ნამდვილად არ მახსოვს, არც ალეკო ელისაშვილის და არც მისი თანამოაზრებიის მხრიდან აქტიურობა. ზოგადად, ისიც შემიძლია გითხრათ, როგორ კეთდებოდა ის პროექტები, რომლის ერთ-ერთი განსახიერებაც არის მაგალითად ალეკო ელისაშვილი. კარგად მახსოვს ძალიან, თუ როგორ შეიქმნა ალეკო ელისაშვილისგან „რუსთავი2“-ის მიერ ხატი თბილისი გულანთებული ადამიანის. ეს ის დრო იყო, როდესაც „რუსთავი 2“-ის ეთერში ბუზი ვერ შეფრინდებოდა ნაციონალების ნებართვის გარეშე. ასე კეთდებოდა ეს პროექტები“,-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იმ დროს, როდესაც ალეკო ელისაშვილი კონკრეტული პროექტების განხორციელებაში იყო ჩართული, პირადად იგი საკუთარ პრინციპულ პოზიციას გამოხატავდა.

 „ ყოველთვის ვიყავი ჩართული სამოქალაქო აქტივობებში. დაწყებული აქციებით და მიტინგებით, დამთავრებული სხვა ფორმებით. მათ შორის უნივერსიტეტში, სადაც მე ვასწავლიდი წლების განმავლობაში, ყოველთვის მკაფიოდ ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას. შეგახსენებთ, მაგალითად, რომ 2010 წელს მე ვიყავი ერთადერთი პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტა. ამის გამო მე დავისაჯე კიდეც და მაშინ, როდესაც ალეკო ელისაშვილი ახორციელებდა „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტებს, მე გამომაგდეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“,-განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

(R)

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.6216
EUR3.0854
GBP3.4584
RUB3.934
თბილისი 13°-27°
ქუთაისი 17°-27°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia