www.people.ge
09:48 07.09.2016
პრემიერმა დავით ბაქრაძეს საარჩევნოდ უცხოელი ჟურნალისტებისთვის მედიაცენტრის შექმნის ორგანიზება დაავალა
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს საარჩევნოდ საერთაშორისო მედიაცენტრის შექმნის ორგანიზება დაავალა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობის ამოცანაა არჩევნების ევროპული სტანდარტით ჩატარება და ამ პერიოდში მედიისთვის კომპფორტული სამუშაო პირობების შექმნა.

„ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება და უმნიშვნელოვანესია, რომ წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდშიც მედიას მივცეთ საშუალება, რათა კომფორტულად იმუშაოს, კარგად გაშუქდეს მთლიანად არჩევნები. ამიტომ მინდა ვთხოვო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს ორგანიზება გაუკეთოს ამ საკითხს, რათა ჟურნალისტებს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ კარგი პირობები, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში იმუშაონ და ჩვენ ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები გვაქვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აპრილი 2018
აპრილი 2018
აპრილი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.4402
EUR3.0017
GBP3.4343
RUB3.9729
თბილისი 7°-17°
ქუთაისი 7°-15°
ბათუმი 9°-13°
მთავარი