www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:06 07.09.2016
გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი?
მე-12 კლასის გაუქმება არ მოხდება, არამედ იგეგმება ის, რომ ბოლო ორ კლასში (მე-11-მე-12) იყოს უმაღლესი სასწავლებლისთვის გაძლიერებული მომზადება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მე-12 კლასის გაქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ალექსანდრე ჯეჯელავამ არასწორად გაგებული უწოდა.

„არ ვიცი, საიდან მოვიდა ასეთი ინფორმაცია მე-12 კლასის გაუქმების შესახებ. საუბარია იმაზე, რომ ჩვენი სკოლის სტრუქტურა რჩება აბსოლუტურად იდენტური იმისა, რაც დღესაა. ერთადერთი რაც განიხილება არის ის, რომ ბოლო 2 კლასი იყოს უმაღლესისთვის გაძლიერებული მომზადება. ანუ როგორც ბევრ ქვეყანაში არის კოლეჯი, გიმნაზია. ფაქტობრივად, მე-10 კლასის ჩათვლით სკოლა არის ჩვეულებრივი, რომელიც ცხოვრებისთვის ამზადებს, ანუ ზოგადი უნარები ყველა მიმართულებით, მე-11-მე-12 კლასში თუ ჟურნალისტობას აპირებს, უკვე ვკონცენტრირდებით მოსამზადებლად ჟურნალისტიკაზე ჩასაბარებლად, თუ ქიმიკოსობას აპირებს მოსწავლე, მაშინ - ქიმიაზე. ანუ საუბარია სპეციალიზებულ, კონცენტრირებულ ბოლო ორ კლასზე. გაუქმებაზე არც ერთ შემთხვევაში საუბარი არ არის“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, მსგავსი სკოლები დღესაც არსებობს და ამ კონტექსტში განათლების მინისტრმა კომაროვის, ვეკუას და სხვა სკოლები დაასახელა.

„ჩვენ გვინდა, რომ გავაძლიეროთ ეს მიმართულება, რომელიც სპეციფიურად ბავშვებს ამზადებს კონკრეტული მიმართულებით წარმატებისთვის. წელსაც ამ მიმართულებით იქნება ცალკეულ სკოლებში გაძლიერების ხელშეწყობა, მათ შორის, სტატუსი - სპეციალიზებული სკოლების, მაგალითად, ფიზიკა-მათემატიკური, სახელოვნებო და ა.შ. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მათ, რომლებიც ბოლო კლასში თავის ბავშვებს ისეთ სწავლას მოუწყობენ, რომელიც მინიმუმ რეპეტიტორების საჭიროებას მოხსნის ამ ბავშვებისთვის და შემდეგ წლებში ჩვენი იმედი გაქვს, ამ მეთოდის -ბოლო გაძლიერებული ორი კლასის მეთოდით რეპეტიტორის საჭიროება ნელ-ნელა გავა სცენიდან“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, იქედან გამომდინარე, რომ ამ ყველაფერს არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, ბოლო ორი კლასის გაძლიერებაზე საუბარია წელსვე.

„დღეს დაახლოებით არის 50-მდე სკოლა, სადაც ისედაც სპეციფიური პროგრამებით მუშაობენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს რაოდენობა გავაორმაგოთ და წელსვე სწავლის ხარისხით მოწინავე სკოლებს ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ ეს არ იქნება კონცენტრირებული თბილისში, არამედ შეეხება ყველა რეგიონს.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
აგვისტო 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ვალუტა ამინდი
USD2.6343
EUR3.0047
GBP3.3645
RUB3.9453
თბილისი 16°-26°
ქუთაისი 21°-33°
ბათუმი 21°-27°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia