www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
18:07 07.09.2016
გედევან ფოფხაძე და გიორგი კოპაძე მოსახლეობას შეხვდნენ

 ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გედევან ფოფხაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს შეხვდა.

პირველი შეხვედრა ასპინძის ამომრჩეველთან მაღალმთიანი სოფლებით დაიწყო: ჭობარეთი,ზველი,ივერია, ოშორა. დეპუტატობის კანდიდატმა მოკლედ მიმოიხილა ,,ქართული ოცნების“ მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული, ხალხზე  ორიენტირებული პროექტები-უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები,უფასო საბავშვო ბაღები, საყოველთაო ჯანდაცვა.

გედევან ფოფხაძემ ასევე ისაუბრა მთის კანონზე, რომელიც  ასპინძის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდება. იგი გლობალურ საკითხებსაც შეეხო: სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას,სამართლიანობისა და თავისუფლების ხარისხის გაზრდას ქვეყნაში.

„საქართველოს მშვიდი,სწრაფი,სტაბილური განვითარება სჭირდება. სამშობლოს მარტო ხელისუფლება ვერ მიხედავს, მას ხალხმაც უნდა მიხედოს, ამიტომ უნდა დავდგეთ ერთად,ვინაიდან ერთად ბევრს შევძლებთ“,-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

 გედევან ფოფხაძემ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა,რაც ძირითადად სოციალურ და ყოფით საკითხებს შეეხებოდა: გზა, სარწყავი წყალი,გაზიფიცირება.

„მე ვხედავ და გულთან მიმაქვს თქვენი პრობლემები, ყველანაირად ვეცდებით, რომ ორ-სამ წელიწადში თქვენ გქონდეთ საბავშვო ბაღი, თუმცა ყველაფერი ერთად ვერ გადაწყდება. მაგალითად, გაზიფიცირება, უპირველესად ცენტრალურ მაგისტრალთან არსებულ სოფლებში მოხდება. მინდა, გჯეროდეთ, ჩემი უმნიშვნელო დაპირება გაცილებით რეალური იქნება, ვიდრე სხვისი გულუხვი შემოთავაზება. ჩვენ უნდა დავსახოთ რეალური, სწორი გზა, რომ ხალხი არ დარჩეს მოტყუებული და იმედგაცრუებული“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

 გედევან ფოფხაძე ასპინძელებს დეპუტატის ბიუროსთან არსებული სკონსტიტუციო დარბაზის შექმნას დაჰპირდა, სადაც მათ საკუთარი პრობლემების გახმოვანება შეეძლებათ.

 „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კოპაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარბასთუმნის, არლისა და უდის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

 „ჩვენ ეს შეხვედრები საშუალებას გვაძლევს პრობლემების სწორი იდენთიფიცირება მოვახდინოთ, რათა შემდგომში მათ მოგვარებაზე ვიმუშაოთ. დღეს , საქართველოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებული მთავრობა ჰყავს, რომლის საქმიანობის მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ღიაობაა.ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდრია“,-განაცხადა გიორგი კოპაძემ.

(R)  

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ივლისი 2018
ივლისი 2018
ივლისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.4417
EUR2.8436
GBP3.1813
RUB3.843
თბილისი 19°-27°
ქუთაისი 18°-28°
ბათუმი 20°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia