www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
18:47 09.09.2016
იოსებ მაკრახიძე და ირაკლი მეზურნიშვილი მოსახლეობას შეხვდნენ

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე ორთაშენში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრისას  განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობაზე გაამახვილა. თავის მხრივ,  ორთაშენის მოსახლეობამ, მაჟორიტარობის კანდიდატთან დასახლებაში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ისაუბრა.

 „ჩემი სურვილია  გორი ევროპული სტანდარტების ქალაქს დაემსგავსოს და მჯერა, სულ მოკლე დროში, ჩემს გორელებთან ერთად ავაშენებთ „ მწვანე ქალაქს“. ორთაშენის დასახლებაში გაზიფიცირების პროცესი რამდენიმე დღეში უკვე დასრულდება. მოსახლეობას ათეულობით წელი გაზი არ ჰქონდა, თუმცა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით ორთაშენელებს ეს მნიშვნელოვანი პრობლემა მოუგვარდათ. ჩემთვის პრიორიტეტულია საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა . 2017 წელს ჩემს ქალაქში აღარ იქნება ცენტრალური და საუბნო გზების მოპირკეთების პრობლემა“,- განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი   სოფელ ლამისყანას და მის ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლს, ორბელიანების სასახლეს ესტუმრა.

ირაკლი მეზურნიშვილი  სოფელ ლამისყანაში  სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებსაც ესტუმრა და მათთან ერთად იმსჯელა სირთულეების გადაჭრის გზებზე.

 „ჩემი პრიორიტეტია ახალგაზრდების აქტივობის გაზრდა და მათი დასაქმება.ეს კი ნიშნავს ოჯახების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და რაიონში სოციალურად დაუცველი ადამიანების შემცირებას“,-განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

(R) 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ივნისი 2018
ივნისი 2018
ივნისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.4578
EUR2.8597
GBP3.2659
RUB3.8955
თბილისი 18°-33°
ქუთაისი 19°-30°
ბათუმი 19°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia