www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
11:41 12.09.2016
ხალგაზრდა ლამაზმანის ტრაგიკული ცხოვრება

ამ ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია გამოსახული –საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი ხათუნა ჭაღიაშვილი.

ხათუნა თბილისში ცნობილ ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. მისი დედა ქალბატონი ნელი თეატრალური ინსტიტუტის დეკანი იყო, მამა ბადრი სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა. ხათუნამაც თავისი ცხოვრება ხელოვნებას  დაუკავშირა, თეატრალურში ჩააბარა და შემდეგ რეზო გაბრიაძის თეატრში დაიწყო მუშაობა.

მაგრამ ერთმა წამმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა! ერთ დილას ხათუნა სამსახურში მიდიოდა, მაგრამ ქუჩაში შეუძლოდ გახდა და გულწასული დავარდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა. 26 დღე ხათუნამ  უგონო მდგომარეობაში რეანიმაციაში გაატარა. https://fsp.ge/ge/projects/150-xatuna/

როდესაც დარდით განადგურებულ მშობლებს ხათუნა საავადმყოფოდან გამოყავდათ, ენერგიული, ლამაზი და სიცოცხლით სავსე ქალისგან აღარაფერი დარჩენილიყო. ხათუნა ვერ მოძრაობდა, არ რეაგირებდა ხმებზე, ტკივილისგან ხელ–ფეხი სულ  დაეკრუნჩხა, საშინელი ნაწოლები გაუჩნდა და მთელი სხეულიდან სისხლი სდიოდა. მამას დასუსტებული ხათუნა საავმყოფოდან ხელში აყვანილი გამოჰყავდა.

ნელი და ბადრი ერთად უვლიდნენ შვილს. მაგრამ მამამ ვერ აიტანა ნერვიულობა და ლოგინად ჩავარდა. ახლა ნელის მატრო უწევს შვილის და მეუღლის მოვლა.

ხათუნას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დედა მას შპრიცით კვებავს, თხევად საკვებს ცხვირში ჩადგმული მილიდან აწვდის. აცმევს, ბანს, უწესრიგებს პირად ჰიგიენას. ნელი ვერ მუშაობს, შვილს ერთი წუთითაც ვერ ტოვებს. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც ხშირად წამლის საყიდლადაც არ ჰყოფნით.

მკურნალობის სახსრების უქონლობის გამო, ხათუნას მდგომარეობა უკვე 4 წელია არ იცვლება. ექიმების აზრით, ძვირადღირებული მედიკამენტები და რეაბილიტაციის კურსი ხათუნას გამოჯანმრთელების შანსს მისცემს.

ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ხათუნაზე და მის მშობლებზე ზრუნავს –  „სოციალური პარტნიორობაა“. ფონდის ექთნები ქალბატონ ნელის ეხმარებიან ხათუნას მოვლაში, აბანავებენ მას, უმუშავებენ ნაწოლებს, უცვლიან სანაციურ მილებს.

მაგრამ ამ ოჯახის პრობლემებს მხოლოდ ერთი ფონდი ვერ გადაწყვეტს. ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, შესაძლებლობის ფარგლებში ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ ხათუნას!

თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხათუნა ჭაღიაშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/150/

გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით ხათუნა ისევ დაიბრუნებს ჯანმრთელობას და სილამაზეს!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6609
EUR3.0286
GBP3.3562
RUB4.0071
თბილისი 4°-9°
ქუთაისი 6°-12°
ბათუმი 7°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia