www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
13:43 14.09.2016
ირაკლი ხახუბიამ ამომრჩეველს ფოთში დაგეგმილი პროექტები გააცნო

 ყოფილი ხელისუფლების მიერ ფოთის პორტისა და სააავადმყოფოს გასხვისებით გამოწვეული სირთულეები, არსებული ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზები და „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა - ამ თემებზე ისაუბრა „ქართული ოცნებიდან“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

 ნაბადის უბანში კანდიდატთან შესახვედრად მისული მოსახლეობა ქალაქის განვითარების კონკრეტული პროგრამებით დაინტერესდა. როგორც ხახუბაიმ აღნიშნა, ყოფილმა ხელისუფლებამ ქალაქის საავადმყოფო გაასხვისა, რაც ფოთში ჯანდაცვის სეგმენტში სერიზოული პრობლემების მიზეზი გახდა, თუმცა ამ მიმართულებით უკვე შემუშავებულია „ემერჯენსის“ განვითარების პროექტი, რაც მრავალ პრობლემას მოაგვარებს ფოთელებისათვის. კიდევ ერთი შეხვედრა ამომრჩევლებთან კუნძულის უბანში შედგა.

 ირაკლი ხახუბიამ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მიმდინარე და ახალი დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ხახუბიამ განმარტა, რომ ფოთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალური გეგმა მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია სანაპირო ზოლის განაშენიანება. რაც ქალაქში ტურიზმის სეგმენტს განავითარებს. ირაკლი ხახუბია ამომრჩევლებს მალთაყვის უბანშიც შეხვდა. საუბარი მამართველი გუნდის მიერ ზოგადად ქვეყანაში და კონკრეტულად ფოთში განხორციელებულ რეფორმებს შეეხო.

როგორც ირაკლი ხახუბაიმ აღნიშნა, ფოთში ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ახალი ბულვარის მშენებლობა ქალაქის მოსახლეობისათვის ბიზნესის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

 ბიზნესის განვითარების კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელზეც ირაკლი ხახუბიამ გაამახვილა ყურადღება, ინფრასტრუქტურული პროექტებია - ქალაქის შიდა გზებისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

(R)

 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აგვისტო 2017
აგვისტო 2017
აგვისტო 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.3895
EUR2.8067
GBP3.0808
RUB4.0213
თბილისი 19°-34°
ქუთაისი 22°-38°
ბათუმი 26°-33°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia