www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:14 16.09.2016
გოჩა ენუქიძე ამბროლაურში აეროდრომის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოჩა ენუქიძემ ქალაქ ამბროლაურში, აეროდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან და სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად დაათვილიერა.

„ეს ახალი და ძალიან პოზიტიური სიახლეა ამბროლაურისთვის. აეროპორტი ხელს შეუწყობს ტურისტების შემოსვლას, გააადვილებს კომუნიკაციას, ახალი სამუშაო ადგილებისთვის შესაბამის გარემოს შექმნის. ამჟამად, მიმდინარეობს ახალი ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა, რომელის დასრულებაც 2016 წლის ბოლომდე იგეგმება.

აეროდრომი თავდაპირველას მცირე, მომავალში კი, საშუალო ზომის თვითმფრინავებსაც მოემსახურება“,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 მისივე თქმით, ახალი აეროდრომის მშენებლობა მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ტურიზმის განვითარებას რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს ,,კომპანია ბლექსი გრუპს“ შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის ღირებულება 6 364 464 ლარს შეადგენს.

აეროპორტის მშენებლობაზე უკვე 70–მდე ადამიანია დასაქმებული, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი 40–მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

(R)

 

 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
თებერვალი 2019
თებერვალი 2019
თებერვალი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728123
ვალუტა ამინდი
USD2.6598
EUR3.0162
GBP3.4617
RUB4.0543
თბილისი 1°-12°
ქუთაისი 2°-16°
ბათუმი 7°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia