უზენაესი სასამართლო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს აირჩევს.
კანდიდატურებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი 12:00 საათზე განიხილავს.
დღის წესრიგის თანახმად, პლენუმის სხდომაზე მხოლოდ საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევაა გათვალისწინებული. სხდომა
მედიისთვის დახურული იქნება.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს - გიორგი პაპუაშვილს,
კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას -
უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურება. ოთხი ვაკანტური ადგილიდან ერთზე
მოსამართლე პარლამენტმა უნდა დანიშნოს, ერთი - უზენაესი სასამართლოს
პლენუმმა, ორს კი პრეზიდენტი ნიშნავს. საქართველოს პრეზიდენტმა მისი კვოტით
განსაზღვრულ ადგილებზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად, ირინე
იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე უკვე დანიშნა.