www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:15 20.09.2016
თემურ ხუბულურმა ამომრჩევლებს ინფრასტრქტურული პროექტები გააცნო

 „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფელების, დიდი და პატარა გარეჯვრის მოსახლეობას შეხვდა. თემურ ხუბულურმა შეკრებილ ამომრჩევლებს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული საკითხთა ნუსხა გააცნო, განსაკუთრებული ყურადღება რეგიონალურ განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებასა და საპენსიო რეფორმას დაეთმო.

„ქართული ოცნება“ გაატარებს საპენსიო რეფორმას, რომლის მიზანია კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა. ასეთი სისტემა ხელს უწყობს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების წარმოქმნას. საპენსიო რეფორმის უმთავრესი ამოცანაა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება“, -აღნიშნა ხუბულურმა. მისივე თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის „ქართული ოცნება“ გეგმავს რევოლუციური ნაბიჯების გადადგმას. 2020 წლამდე დაიგება 800 კმ- ზე მეტი სიგრძის, 3,5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა, დასრულდება აღმოსავლეთ- დასავლეთის ავტობანის მშენებლობა. ამასთან, როგორც ხუბულურმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სოფლის მეურნეობის სფეროში მასშტაბური რეფორმები წამოიწყო.

„შემუშავდა დარგის განვითარების სტრატეგია (2015-2020), რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული უახლოესი წლების მიზნები და ამოცანები: ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნის ამაღლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოძიება“, - განაცხადა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.

(R)

 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ივლისი 2018
ივლისი 2018
ივლისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.4417
EUR2.8436
GBP3.1813
RUB3.843
თბილისი 19°-27°
ქუთაისი 18°-28°
ბათუმი 20°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia