www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:47 28.09.2016
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, არჩევნებში არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დატოვებას აპირებს
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ 8 ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნება“ „არადამაკმაყოფილებელ შედეგს“ მიიღებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დატოვებას აპირებს.

როგორც პარტიის ლიდერებმა ნიკა მელიამ და გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ამის შესახებ მათ ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდათ.

„რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილი შეხვდა მის უახლოეს გარემოცვას, რომელზეც დგას მისი არაფორმალური მმართველობა და მან პირდაპირ განაცხადა შემდეგი: 8 ოქტომბერს არადამაკმაყოფილები შედეგის შემთხვევაში იგი დატოვებს ქვეყნის ფარგლებს და ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო ის, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, გუშინწინ და განსაკუთრებით უკანასკნელი დღეების განმავლობაში. ჩვენი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ივანიშვილმა პრაქტიკულად ყველა დარგი უკან დაწია და წინსვლა ვერც ერთ სფეროში ვერ განახორციელა, მის მიერ ქვეყნის დატოვება არჩევნების შემდეგ იქნება ძალიან ცუდი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

თავის მხრივ, გიგა ბოკერიამაც აღნიშნა, რომ „ნორმალურ, ევროპულ ქვეყნებში ხელისუფლებები მარცხის შემდეგ დევნილობაში კი არ მიდიან ან მითუმეტეს ციხეში, უბრალოდ გადადიან ოპოზიციაში“.

„სანდო წყაროდან მიღებული ინფორმაციის გარეშეც კი, ყველასთვის ნათელი იყო, როგორ პანიკას, აგონიას და შიშს აქვს ადგილი ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან მომავალი მარცხის გამო. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ივანიშვილს და მის გარემოცვას, არჩევნებში მარცხის შემდეგ მათ არ დატოვონ საქართველო. ისინი უბრალოდ უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში. ეს მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ეს სჭირდება ოპოზიციას და კარგია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ, ნორმალურ განვითარებას. ნორმალურ, ევროპულ ქვეყნებში ხელისუფლებები მარცხის შემდეგ დევნილობაში კი არ მიდიან ან მითუმეტეს ციხეში, უბრალოდ გადადიან ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობაში არის სრული კონსენსუსი, რომ მიუხედავად არაერთი დანაშაულისა, მათ მიმართ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ არ უნდა განხორციელდეს სამართლებრივი დევნა. ეს სჭირდება ქვეყანას. 2012 წელს ჩვენს ისტორიაში პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა - ეს ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო იყო, ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ეს იყო აუცილებელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ოდესღაც ქვეყნის ხელისუფლება დემოკრატიული გზით უნდა შეცვლილიყო. ეს ტესტი მაშინ ქვეყანამ ჩააბარა, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ: ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ვერ ჩააბარა მეორე ტესტი დემოკრატიის და შეგუებოდნენ იმას, რომ ყოფილი ხელისუფლება და ახალი ოპოზიცია არის ბუნებრივი ნაწილი მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისა მინიმუმ შემდეგ არჩევნებამდე. 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩვენ მეორედ შევცვლით, მშვიდობიანად და არჩევნების გზით ხელისუფლებას და საქართველო ჩააბარებს მეორე ტესტსაც - ანუ ჩვენ გვეყოლება ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში და არა ციხეში და დევნილობაში“, - აღნიშნა ბოკერიამ და იქვე დასძინა, რომ ქვეყნისთვის იქნება ცუდი, „თუ ისინი გაიქცევიან“.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ივლისი 2018
ივლისი 2018
ივლისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.4546
EUR2.852
GBP3.1981
RUB3.8927
თბილისი 21°-32°
ქუთაისი 19°-32°
ბათუმი 22°-28°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia