www.people.ge
11:28 29.09.2016
ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომა ბათუმში

2016 წლის 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე  ბათუმში ტარდება ევროპის კულტურის პარლამენტის 15-ე საიუბილეო გასვლითი სესია, რომელის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს 40 ქვეყნის 80-მდე დელეგატი.

ევროპის კულტურის  პარლამენტი (ECP ) დაარსდა    2001 წლის ნოემბერში, ევროპის საბჭოს შენობაში, სტრასბურგში.  მიზანი იყო  და არის - ხელი შეუწყოს  სხვადასხვა     კულტურულ  თუ  შემოქმედებით  იდეებსა   და ინიციატივებს    ევროპაში,   გააძლიეროს  ეთიკური  და ესთეტიური ღირებულებები. ევროპის კულტურის  პარლამენტს სურს     დამოუკიდებელი  ხელოვანებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანების   წახალისება,  მათი შეხედულებების   მოსმენა, რათა   დაბალანსდეს     ტექნოკრატიის  ძლიერი ზეგავლენა ევროპული ინტეგრაციის პროცესში. გარდა ამისა, ევროპის კულტურის პარლამენტის  დამფუძნებლებს  სურდათ  გაეღრმავებინათ  თანამშრომლობა   და დიალოგი    აღმოსავლეთ  და დასავლეთ   ევროპის მოქალაქეებს შორის   ხელოვნების  სხვადასხვა სფეროში, ლიტერატურასა და ფილოსოფიაში. ამ მიზნით,  ცნობილი ხელოვანები და   კულტურის სფეროში მოღვაწე  სხვა  პირები, კონტინენტის ყველა კუთხიდან  არჩეული  იქნენ   დელეგატებად -  ევროპის კულტურული პარლამენტის წევრებად.  2016 წლის ზაფხულიდან  ECP -ში    43  ქვეყნის  160  წევრია გაერთიანებული.

ევროპის კულტურის პარლამენტის მე-15 სხდომის ძირითადი თემაა "Will European Values prevail all over Europe?”. სესიებზე ძირითადი აქცენტები გაკეთდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა - ინტეგრაცია, ემიგრაცია, ინტერკულტურული მგრძნობელობა,  ევროკავშირის  ",კულტურული მეზობლობა“, ტერორიზმი და ექსტრემიზმი და სხვა. 

ევროპის კულტურის პარლამენტის სხდომის ფარგლებში გაიმართება თემატური ვორკშოფები: "ხელოვანი, როგორც ცვლილებების ფასილიტატორი“, "ტრანსატლანტიკური დიალოგი“ და სხვა. 

სხდომის დასკვნითი დებატების შემდეგ მიღებულ იქნება დეკლარაცია და რეზოლუცია. ევროპის კულტურის პარლამენტის გასვლითი სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის უშუალო მხარდაჭერით და ინიციატივით ხორციელდება.

საქართველოში გასვლითი სხდომის თანაორგანიზატორია ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი ”კავკასია”.

პარლამენტის სხდომებს უმასპინძლებს ბათუმის ინტურისტ პალასი. პროექტის აქტიური პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: აჭარის მთავრობა, ტურიზმის დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფეტვიაშვილის არტ გალერეა ბათუმში და ღვინის კომპანია გიუაანი.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
თებერვალი 2018
თებერვალი 2018
თებერვალი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
ვალუტა ამინდი
USD2.4641
EUR3.0782
GBP3.4675
RUB4.3669
თბილისი 1°-8°
ქუთაისი 3°-9°
ბათუმი 6°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia