www.people.ge
11:08 30.09.2016
ლეგენდარული შეფ დიზაინერი პიტერ შრაერი – უკვე 10 წელი კია მოტორსში!

პიტერ შრაერი კიაში მოღვაწეობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ პერიოდში კორეულმა ბრენდმა გაყიდვები 1.1 მილიონი მანქანიდან (2005 წლის მონაცემებით), 3.05 მილიონამდე გაზარდა (2015 წლის მონაცემებით).

პიტერ შრაერი გახლავთ კიას იმ დიზაინერული რევოლუციის ამოსავალი წერტილი, რაც ბრენდმა ბოლო ათწლეულის მანძილზე განიცადა. შეფ დიზაინერის დამსახურებით ბრენდმა განახორციელა ის უდიდესი ნახტომი, რომლის შედეგადაც კომპანიის მოდელები მთელს მსოფლიოშია აღიარებული.

პიტერ შრაერი ბრენდს 2006 წელს შეუერთდა და დღეისათვის ის კია მოტორს კორპორაციის პრეზიდენტისა და შეფ დიზაინერის პოსტს იკავებს. 

კიას ახალი იმიჯის დამკვიდრება

კია აუმჯობესებდა თავის ბრენდს 2006 წლამდეც, სწორედ იმ წელს ბრენდმა წარადგინა ახალი ევროპული წარმოების მოდელი სიდი, უნიკალური 7 წლიანი ან 150 000კმ გარანტიით. ამავე წელს პიტერ შრაერი შეუერთდა კორპორაციის გუნდს, როგორც შეფ დიზაინერი.

პიტერ შრაერი იხსენებს: „როდესაც მე დავიწყე კიაში მუშაობა ჩვენი მთავარი მიზანი იყო გამოგვეკვეთა ბრენდის ხასიათი. თუმცა ავტომობილის დიზაინის შექმნის პროცესში, საჭიროა ბევრად მეტი ვიდრე უბრალოდ ესთეტიკა. ეს პროცესი მოიცავს რთულ არჩევანს, რომელიც უნდა გააკეთო იმისათვის, რომ კომპლექსური იდეების ერთობლიობამ შექმნას ემოციების გამომხატველი დიზაინი.“

მომდევნო წლებში ამ ხედვამ შექმნა კიასთვის დამახალიათებელი დიზაინის დნმ–ი, სახასიათო ელემენტებით, რომელიც დაინერგა კიას მთელს სამოდელო რიგში. პიტერ შრაერის  ეს ხედვა დაეხმარა კიას შეექმნა გამოკვეთილი ხასიათი, გაეზარდა ცნობადობა, და ჩაეშვა წარმოებაში არაერთი პროგრესული, თანამედროვე დიზაინის მქონე მოდელი. 

კიას დიზაინის მომავალი

დიზაინმა ითამაშა საკვანძო როლი კიას ბრენდის ჩამოყალიბებაში და ეს სტრატეგია დარჩება  აქტუალური კომპანიისთვის კიდევ მრავალი წელი. ახალი მოდელებით ახალ ბაზარზე შესვლა, არსებული მოდელების მუდმივი განახლება ნიშნავს, რომ დიზაინი მომავალშიც დარჩება კომპანიის წარმატების მთავარ ასპექტად. 

შრაერის აღნიშნავს: „ჩემთვის ძალიან საინტერესოა თუ რა სისწრაფით ვითარდება კომპანია. ბრენდი, როგორსაც თქვენ მას იცნობდით 10 ან თუნდაც 5 წლის წინ, დღეს უკვე სულ სხვაა. ეს უმცირეს დეტალებშიც კი ჩანს. ეს შეიგრძნობა დახვეწილ მატერიებშიც, რომელიც გამოყენებულია კიას მოდელებში. ზრდასთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ცვლილება გამოხატული იყოს გაუმჯობესებაში და ის არ იყოს უბრალოდ იმისთვის, რომ გამოიყურებოდე განსხვავებულად.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
აპრილი 2018
აპრილი 2018
აპრილი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
ვალუტა ამინდი
USD2.4402
EUR3.0017
GBP3.4343
RUB3.9729
თბილისი 7°-17°
ქუთაისი 7°-15°
ბათუმი 9°-13°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia