www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:28 03.10.2016
ელენე ხოშტარია - გუშინ კანდიდატს პირდაპირ საარჩევნო შეხვედრაზე ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ, რაც აღმაშფოთებელია
ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გუშინ მომხდარ ინციდენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვაკის მაჟორატორი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა. 

როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია მომატებულია. მისივე თქმით, ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ამგვარ ქმედებებს რაიმე სახით უპირისპირდებოდეს, ცდილობს მათთვის სასარგებლო ახსნები მოუძებნოს სხვადასხვა კრიმინალურ შემთხვევებს. ხოშტარიას განცხადებით, ხშირ შემთხვევაში, მათ შორის გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფიგურირებს კახა კალაძის სახელი. ელენე ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით მოახდინოს დროული რეაგირება, რათა წინასაარჩევნო სიტუაცია არ დაიძაბოს. 

„გვინდა შეშფოთებით გამოვეხმაუროთ იმ ძალადობრივ ფაქტებს, რომელიც წინასაარჩევნოდ ხდება. გუშინ ჩვენ ვნახეთ, კანდიდატს პირდაპირ საარჩევნო შეხვედრაზე ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ. სამწუხაროდ, არიან დაზარალებულებიც. ჩვენ ვხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება იყოს აღშფოთებული და მიმართავდეს თავის ქმედებებს ამ ძალადობის წინააღმდეგ, ისინი მუდმივად ცდილობენ თავისთვის ვიწროდ ახსნან ძალადობრივი აქტები და მთელ ენერგიას ამაზე ხარჯავენ. გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, როდესაც გაიჟღერა კალაძის სახელმა ამ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით. კალაძის, რომელიც დაკავშირებულია კორცხელთან, ასევე არაერთხელ გაიჟღერა მისმა სახელმა არაერთ კრიმინალურ პროცესებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის პრობლემა, მთლიანი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის პრობლემა. სამწუხაორდ, ჩვენ ვხედავთ რომ ბოლო პერიოდში იმატა კრიმინალურმა შემთხვევებმა და ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებამაც იცის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, გუშინ მას საარჩევნო შეხვედრის დროს გორში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6655
EUR3.0352
GBP3.3719
RUB3.9895
თბილისი 1°-6°
ქუთაისი 8°-14°
ბათუმი 12°-16°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia