www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
19:13 06.10.2016
ხუნდაძე არჩევნების შედეგების გაყალბებას გეგმავს?

ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით არჩევნებს პირველივე ტურში აგებს.

რეიტინგებში დამოუკიდებელი კანდიდატი, ცეზარ ჩოჩელი ლიდერობს. მას, კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისა და ინოვაციების ცენტრის ერთობლივი გამოკითხვით, ამომრჩეველთა 62.5 პროცენტი უჭერს მხარს.

როგორც ჩანს, ხუნდაძის აქტივისტებმა სწორედ ამ გამოუვალი გარემოების გამო მიიღეს გადაწყვეტილება, როგორმე ზეგავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა ნებაზე - ხელოვნური ჩარევით.

მაშ ასე: ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ხუნდაძის აქტივისტები, სადგურის, საგურამოს, ქსანის, მსხალდიდის, ნარეკვავის, წილკანის, ძალისის, ძეგვის, ნიჩბისისა და წეროვანის საარჩევნო უბნებზე აპირებენ „ფოკუსების“ დატრიალებას.

მაგალითად: არსებული მონაცემებით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში განთავსებულ უბნებზე ელექტროენერგიის გათიშვა იგეგმება.

სადგურში, ნარეკვავში, წილკანში, მსხალდიდში, ძეგვში, ნიჩბისსა და ქსანში კი, ხმების დათვლის დაწყების მომენტში აპირებენ წინასწარ გამზადებული ბიულეტენების ჩაყრას.

თუმცა, იმის გამო რომ მცხეთის საარჩევნო ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზე სხვადასხვა არასამთავრობოთა და მედიის ფოტო-ვიდეო აპარატურით აღჭურვილი წარმომადგენლები იქნებიან, ხუნდაძის აქტივისტებს თავიანთი ზრახვების სისრულეში მოყვანა არ გამოუვათ.

იურისტთა განცხადებით,  არჩევნების გაყალბება, ხმის მიცემის პროცესის ჩაშლა ან არჩევნების შედეგებზე რაიმე სახის უკანონო ზემოქმედება, სისხლის სამართლის დანაშაული და მკაცრად დასჯადი ქმედებაა.

ამიტომ, ყველა, ვინც არჩევნების შედეგების გაყალბებას დააპირებს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს. მისი ქმედება, შეუმჩნეველი ნამდვილად არ დარჩება.

 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
მაისი 2018
მაისი 2018
მაისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.4734
EUR2.8988
GBP3.3129
RUB4.0339
თბილისი 16°-31°
ქუთაისი 17°-27°
ბათუმი 19°-20°
მთავარი