www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 1
468 x 60
სარეკლამო ადგილი - 4
956 x 100
11:31 07.10.2016
ცოტნე ზურაბიანმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

ცოტნე ზურაბიანმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წყალტუბოში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე კანდიდატმა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გააცნო წყალტუბოსთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა.

„ის განწყობა, შემართება, რომელიც მოდის წყალტუბოს მოსახლეობის მხრიდან არის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ძალა, რომელიც გვაძლევს სტიმულს ვიყოთ ძალიან აქტიურები პარალმენტში. მჯერა, რომ 8 ოქტომბერს, 8 საათზე ქართული ოცნება წყალტუბოელებთან ერთად გამარჯვებას იზეიმებს“- ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

კანდიდატი ასევე, წყალტუბოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველა პარტიას საშუალება ჰქონდა თანასწორუფლებიან გარემოში წარემართათ კამპანიები.

„დღემდე წყალტუბოში ყველა პარტიას თანასწორუფლებიან გარემოში გვიწევდა კამპანიების წარმართვა. მე ამაყი ვარ, რომ ასეთ გარემოში მიწევს არჩევნებში მონაწილეობა. ახლა კი უკვე 8 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდეს არჩევნები“-განაცხადა ზურაბიანმა.

შემაჯამებელ შეხვედრას ესწრებოდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე; თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე. თითოელმა მათგანმა მიმართა შეხვედრაზე მოსულ ამომრჩევლებს და ცოტნე ზურაბიანის მხარდაჭრისკენ მოუწოდეს.

„ცოტნე ზურაბიანისა და ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემით ჩვენ ხმას ჩვენს მომავალას ვაძლევთ. ჩვენი ქვეყნის დაცვა დღეს საარჩევნო ყუთზე გადის. დღევანდელი შეხვედრით ყველაფერი ითქვა. ეს არის იმ დიდი გამარჯვების დასაწყისი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად 8 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ“ - ამბობს კონსტანტინე მამისეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

შეხვედრას რამდენიმე ასეული ადგილობრივი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემიდან წარმოდგენილები.  დღევანდელი შეხვედრით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. აქვე აღვნიშნავ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრების ორი ეტაპი გამართა. შეხვედრები ასევე, მოიცავდა კარდაკარის პრინციპით თითოეული ამომრჩევლის ინფორმირებას საარჩევნო პროგრამის ირგვლივ.

(რეკლამა)

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ნოემბერი 2017
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.7137
EUR3.1897
GBP3.5943
RUB4.6071
თბილისი -3°-9°
ქუთაისი 0°-6°
ბათუმი 4°-8°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia