www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
15:48 07.10.2016
არასამთავრობოები - წინასაარჩევნო კამპანიას ინციდენტების, ამომრჩევლის მოსყიდვის, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაშინების გარეშე არ ჩაუვლია
წინასაარჩევნო კამპანიას ცალკეული ძალადობროვი ინციდენტების, ამომრჩევლის მოსყიდვის, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაშინებისა და აგიტაციაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა არ გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში იდენტიფიცირებულმა დარღვევებმა ამომრჩევლის ნების თავისუფალ ფორმირებაზე არსებითი გავლენა მოახდინა, - ასეთია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - საია-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წინასაარჩევნო გარემოს მოკლე მიმოხილვა.

არასამთავრობოების შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ, წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტუნარიან გარემოში წარემართათ.

"წინასაარჩევნო კამპანია პლურალისტური მედიაგარემოს, ადმინისტრაციული რესურსების არამასობრივი გამოყენების და ზეწოლის ფაქტების მასშტაბის სიმცირით ხასიათდებოდა. თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას სერიოზული ზიანი მიაყენა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელებულმა ძალადობრივმა აქტებმა, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის დეპუტატის ავტომანქანის აფეთქებამ, ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის აქტივისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებმა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო ინტენსიური გახდა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების პირადი საუბრების უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნება, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანს საარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის მიუღებელი მეთოდებით ფორმირება წარმოადგენდა", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

მათივე შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღეს ორგანიზებული ხვდება, თუმცა გარკვეულ გამოწვევად იქცა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევის პროცესის პოლიტიკური მიუკერძოებლობის საკითხი რიგ საარჩევნო ოლქებში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 

"საერთო ჯამში მიგვაჩნია, რომ არჩევნების დღეს ამომრჩეველს საშუალება ექნება, საარჩევნო უბანზე ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანი გააკეთოს",- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებაში.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ივნისი 2018
ივნისი 2018
ივნისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
ვალუტა ამინდი
USD2.4578
EUR2.8597
GBP3.2659
RUB3.8955
თბილისი 19°-33°
ქუთაისი 21°-32°
ბათუმი 21°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia