www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
20:38 16.10.2016
"სირცხვილია, რომ საქართველოს დელეგაციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მისცა ხმა და არ დაუჭირა მხარი უკრაინას"
ის, რომ საქართველოს დელეგაციამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ მისცა ხმა და არ დაუჭირა მხარი უკრაინას, ეს არის სირცხვილი, - ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაში ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა არ მიიღო.

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართული დელეგაციის ეს პოზიცია არ ასახავს ქართველი ხალხის აზრს. ”თუმცა, ჩვენ უნდა გავიგოთ, რა მდგომარეობაში იმყოფება დღეს საქართველო. საქართველოს მართავს ”გაზპრომის” მსხვილი აქციონერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოში ბოლო არჩევნებზე, პირველ ტურში სერიოზული მანიპულაციებით, ფალსიფიკაციით და ძალადობით ლიდერობს, თუმცა წინ არის მეორე ტური.

მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის მიმართებაში ეს სამარცხვინო პოზიცია, რომელიც შავ ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში, არ ასახავს საქართველოს საზოგადოებას აზრს. მე არ მინახავს არც ერთი ქართველი, რომელიც ღიად არ უჭერს მხარს უკრაინას.

მე მინდა შევახსენო ყველას, რომ ასობით ქართველი იბრძოდა და იბრძვის დღესაც უკრაინაში მოხალისეებად, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ათზე მეტი უკვე დაიღუპა ამ ბრძოლაში. საქართველო არის ქვეყანა, საიდანც ყველზე მეტი მოხალისე ჩამოვიდა უკრაინაში. თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ, იმის გამო, რომ ისინი იბრძვიან უკრაინის მხარდასაჭერად, ებრძვიან რუსეთის აგრესიას, აღძრა სისხლის სამართლის საქმეები და ბევრი მათგანი ვერ ახერხებს ამის გამო სამშობლოში დაბრუნებას. ისინი სისხლის სამართლის დევნას აწარმოებენ მათზე, ვინც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად იცავს უკრაინას. 

მაგრამ მე ვფიქრობ, ეს დროებითია. როგორც იანუკოვიჩის მმართველობა ვერ გაგრძელდა დიდხანს უკრაინაში, ისე ვერ გაგრძელდება ივანიშვილის მმართველობა. თუმცა, მეცოდება ჩემი ერი და მრცხვენია მისი ხელისუფლების გამო”,- განაცხადა სააკაშვილმა. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6642
EUR3.0308
GBP3.3713
RUB4.0143
თბილისი -2°-6°
ქუთაისი 2°-9°
ბათუმი 8°-11°
მთავარი