www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:52 21.10.2016
გიორგი ბოტკოველი - თელავსა და ყვარელში პედაგოგებს აიძულებენ ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს
თელავსა და ყვარელში თანამდებობის პირები პედაგოგებს აიძულებენ ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა თელავსა და ყვარელში გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, თელავსა და ყვარელში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის დარღვევის ფაქტები, რაც გულისხმობს ადამიანების ხმის მიცემის ფარულობის უფლების შეზღუდვას. გიორგი ბოტკოველმა კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა. 

„თანამდებობის პირები, კერძოდ, თელავის გამგებლის მოადგილე დავით ნაპირელი, ასევე ერთ-ერთი სამსახურის უფროსი მაია დათუნაშვილი, ბაღის გამგეებსა და დირექტორებს იბარებენ და ავალებენ, რომ მხარდამჭერების 15-კაციანი სია გააკეთონ, რომელთაგანაც მიიღებენ გარანტიას, რომ ეს ადამიანები აძლევენ „ქართულ ოცნებას“ ხმას. გადამოწმების მექანიზმი ამ ჯგუფის მიერ დასახული არის შემდეგი, რომ ის ადამიანები, ვინც ამ სიაში მოხვდებიან, 41-ნომრიანი შემოხაზული ბიულეტენი უნდა გამოიტანონ კაბინიდან და კონკრეტულ პირს აჩვენონ საარჩევნო კომისიაში. ამის შემდეგ ჩააგდონ ეს ბიულეტენი ყუთში. იგივე ხდება ყვარელში, სადაც რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხვდება პედაგოგებს და ავალებს სიების შედგენას“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში მოუწოდებს პედაგოგებს, რომ არ გაითვალისწინონ ეს მოწოდებები და არჩევანი გააკეთონ საკუთარი სურვილისამებრ.

თელავსა და ყვარელში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი სესიაშვილია. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6682
EUR3.0324
GBP3.4009
RUB3.9852
თბილისი 1°-9°
ქუთაისი 7°-16°
ბათუმი 11°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia