www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
19:24 23.10.2016
კრწანისის სამხედრო ცენტრში უცხო პირები შეიჭრნენ - დაღუპულია ერთი მოქალაქე

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრს კრწანისში უცხო პირები თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს მოხდა. 

შეჭრილ მოქალაქეებს რამდენჯერმე მოუწოდეს დაეტოვებინათ ტერიტორია, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ კი მოქალაქეებს გუშაგმა ცეცხლი გაუხსნა. ცენტრის ტერიტორიაზე ნაპოვნია ერთი თავდამსხმელის ცხედარი. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. 

დაღუპული ამ წუთებში სამხარაულის სახელობის ექპსერტიზის ბიუროშია გადასვენებული, რამდენიმე საათში მოხდება ცხედრის იდენტიფიცირება. 

ცოტა ხნის წინ მომხდარზე განცხადება თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. 

"23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კრწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს,"- წერია განცხადებაში. 

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6594
EUR3.0144
GBP3.3346
RUB4.0028
თბილისი -1°-8°
ქუთაისი 3°-8°
ბათუმი 6°-9°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia