www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
14:00 28.10.2016
"შესაძლოა, უამრავი სოციალურად დაუცველი დადგეს დახმარების მოხსნის რისკის ქვეშ"
"ენმ"-ს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველთა ნაწილს დახმარება მხოლოდ იმის გამო მოუხსნა, რომ მათ მერია კომუნალური გადასახადებისთვის ვაუჩერს აძლევს. მისი თქმით, შესაძლოა უამრავი სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარების მოხსნის რისკის ქვეშ დადგეს, რის საშუალებითაც, აბესაძის თქმით, მერია მილიონობით ლარს დაზოგავს:

„ცინიკური და აგდებული დამოკიდებულებაა, როცა ჯანდაცვის სამინისტრო ადამიანებს საარსებო მინიმუმს ართმევს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თბილისის მერია კომუნალურ გადასახადებს უხდის ვაუჩერის სახით. ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალურია ახლა, რადგან მერია კვლავ დაიწყებს ვაუჩერების გაცემას და შესაძლოა, უამრავი სოციალურად დაუცველი დადგეს დახმარების მოხსნის რისკის ქვეშ. მეორე საკითხია თვითონ კომუნალური ვაუჩერის ოდენობა, რომელსაც დღითი დღე ამცირებს თბილისის მერია და ყოველწლიურად უფრო მეტი თანხის დაზოგვას ცდილობს ამ მიმართულებით. თბილისის მერია ამ დრომდე სოციალურად დაუცველებს ყოველთვიურად, პირად ანგარიშზე 106 ლარს ურიცხავდა კომუნალური გადასახადებისთვის. შესაძლოა, მათ ამ რაოდენობის ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადასახდელი, მაგრამ ამ თანხის მოხმარება სხვა საჭიროებისთვის შეეძლოთ. ახლა კი თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანებს პირად ანგარიშზე თანხა აღარ გადასცეს და პირდაპირ ჩაურიცხავს კომუნალური გადასახადების ორგანიზაციებს იმ ოდენობის თანხას, რა ოდენობითაც ამ ადამიანებმა მოიხმარეს კომუნალური საშუალებები“, - განაცხადა აბესაძემ.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ნოემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293012
ვალუტა ამინდი
USD2.7045
EUR3.0474
GBP3.4931
RUB3.9893
თბილისი 4°-6°
ქუთაისი 7°-13°
ბათუმი 8°-12°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia