www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:04 31.10.2016
სად გააგრძელებს საქმიანობას დავით უსუფაშვილი?
ვიქნები დამოუკიდებელი და აქტიურ ოპოზიციურ საქმიანობას გავაგრძელებ, - ამის ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს. 

მისივე თქმით, დაახლოებით 2-3 თვე დასჭირდება, რომ ინტენსიური დიალოგი აწარმოოს ყველა იმ ძალასთან, ვინც დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული საქართველოს მშენებლობით არის დაინტერესებული, ”ვისაც აქვს შემართება პოლიტიკური ბრძოლის გასაძლიერებლად”. 

”2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ახალი ტიპის პოლიტიკურმა ძალამ უნდა გაიმარჯვოს, ვისაც ექნება ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსი. რაც შეეხება თანამდებობებს, მომავალი 2 კვირის განმავლობაში საზოგადოება პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მიხილავს, ორი კვირის შემდეგ კი სახელმწიფო თუ სასამართლო პოსტზე წასვლას არ ვაპირებ”, - აცხადებს უსუფაშვილი. 

მისივე თქმით, მზად არის დიალოგისთვის ყველასთან, ვინც მიიჩნევს, რომ ყურების ჩამოყრის დრო არ არის.

”არც უსასოობაში უნდა გადავცვივდეთ, პირიქით, ყველა ადამიანთან ვისაუბრებ, ვინც ენერგიით არის სავსე და მზადაა სერიოზული, დამღლელი პოლიტიკური საქმიანობისთვის და ვისაც საქართველო ევროპის ნაწილად წარმოუდგენია. ეს არ იქნება ორ-სამ დღეში, ამას რამდენიმე თვე დასჭირდება. პირველ რიგში, მე მოსმენებისთვის ვარ მზად, რადგან ბოლო წლებში ისეთ რეალობაში ვიყავით, ძირითადად მე ვსაუბრობდი და საზოგადოება მისმენდა. ახლა მოვუსმენ ხალხს”, - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე. 

დავით უსუფაშვილმა 29 ოქტომბერს ”რესპუბლიკური პარტიის” დატოვების შესახებ განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
მარტი 2019
მარტი 2019
მარტი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
25262728123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ვალუტა ამინდი
USD2.6861
EUR3.0407
GBP3.5636
RUB4.1133
თბილისი 2°-8°
ქუთაისი 2°-9°
ბათუმი 4°-5°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia