www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:02 01.11.2016
პაატა ზაქარეიშვილი „რესპუბლიკელებზე“ - ვითომ ოპოზიციონერობით საზოგადოება საერთოდ დავაბნიეთ
ჩემი პოზიცია იყო, რომ უნდა ვყოფილიყავით მეორე სახელისუფლებო პარტია და არა ოპოზიცია, - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, ეს იყო აზრთასხვადასხვაობის მიზეზი მასსა და "რესპუბლიკური პარტიის" სხვა წევრებს შორის.

"ჩემი ხედვები, თუ როგორი სტრატეგიით უნდა ემოქმედა "რესპუბლიკურ პარტიას" კოალიციაში ყოფნისას არ ემთხვეოდა პარტიის ძირითად სტრატეგიას. ჩემი პოზიცია იყო, რომ რაკი ვიყავით ხელისუფლებაში, უნდა ვყოფილიყავით ბოლომდე ხელისუფლებაში და ყველა პრობლემა შიგნით უნდა ყოფილიყო განხილული. ბევრი მეთანხმებოდა, მაგრამ ზოგიერთი რომ არ მეთანხმებოდა, ეს იწვევდა გარკვეულ დისკომფორტს, ვიდრე არ აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი უმცირესობაში. ძალიან მკაფიოდ და ცხადად დავაყენე მე საკითხი საგარეჯოს შუალედური არჩევნების დროს. მაშინ უფრო გამოიკვეთა პოზიციების პოლარიზაცია. დავსვი საკითხი - თანამშრომლობისკენ მივდივართ თუ კონფრონტაციისკენ მივდივართ, ვართ თუ არა მეორე სახელისუფლებო პარტია თუ ვართ უფრო ოპოზიცია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

როგორც ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, არჩევნებში "რესპუბლიკური პარტიის" მარცხმა მისი პოზიციის სისწორე დაადასტურა.

"ამ დაპირისპირებით და ამ ვითომ ოპოზიციონერობით საზოგადოება საერთოდ დავაბნიეთ. საზოგადოება ვერ მიხვდა, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ოპოზიცია ვიყავით, თუ ხელისუფლება ვიყავით. კოალიციაში დარჩენა- არ დარჩენამდე არ უნდა მისულიყო საქმე. უნდა ვყოფილოყავით კოალიციის ორგანული სხეული",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.6216
EUR3.0854
GBP3.4584
RUB3.934
თბილისი 15°-25°
ქუთაისი 16°-25°
ბათუმი 19°-25°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia