www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
09:54 08.11.2016
რას ამბობს შემზარავი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის დედა
kvira.ge
თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულების საქმესთან დაკავშირებით, „კვირასთვის“ დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ბექა შენგელია წარსულში ნასამართლევია, ის სკოლის დამთავრების შემდეგ დააკავეს,  სასჯელაღსრულების დაწესებულება კი მან დაახლოებით, ორი წლის წინ დატოვა.საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული – დათა კვარაცხელია, რომელსაც დანაშაულის დაფარვა და შეუტყობინებლობა ბრალდება, ბექა შენგელიას მამიდაშვილია. „კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ დათა კვარაცხელია დანაშაულის ჩადენის დღეს, 19 ოქტომბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში იმყოფებოდა და თბილისში 25 ოქტომბერს ჩამოვიდა.23 წლის დათა, დავით კვარაცხელიასა და ნანა შენგელიას უფროსი შვილია. მათ კიდევ ორი შვილი ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის მამა დავით კვარაცხელია წლების განმავლობაში საზღვარგარეთ მუშაობდა. ამჟამად ის საქართველოშია.დათა კვარაცხელიამ ბავშვობა სოფელ ჯგალში გაატარა. სკოლაც ამავე სოფელში დაამთავრა. ამის შემდეგ, მან სწავლა თბილისში, ხარისხის მართვის საზოგადოებრივ კოლეჯში გააგრძელა. პროფესიად სტომატოლოგია აირჩია.„ჩემი შვილი სოფელში იყო, 25 ოქტომბერს ჩამოვიდა. მე, თბილისში, საკონდიტრო საცხობში ვმუშაობ. ჩემი ცვლა 3 საათზე დასრულდა. სახლში რომ მივედი, დათა სახლში დამხვდა. მამიდასთან აპირებდა წასვლას. სახლიდან გავიდა. 3 საათის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი შვილი დაკავებულია. ამის შემდეგ დათა აღარ მინახავს. უწესიერესი შვილი მყავს. ძალიან პატიოსანი. სკოლაში ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლე იყო. სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლში ცეკვავდა. თავის ბიძაშვილს ბექას, სულ არიგებდა. ჩემს შვილს მისი ჩაცმულობა და მანერები არ მოსწონდა”, – ამბობს ნანა შენგელია.ნანა შენგელია „კვირასთან“ წარსულს იხსენებს. ამბობს, რომ მისი ძმა და რძალი წლების წინ დაშორდნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ.„როდესაც, ჩემი ძმა მეუღლეს დაშორდა, საქართველოდან წავიდა.ახლაც არ ვიცი, სად არის უკრაინაში თუ რუსეთში. 10 წელია ჩემი ძმა არ მინახავს. მე-6 კლასამდე ბექას და მის ძმას მე ვზრდიდი, მერე დედამ თბილისში წამოიყვანა. ჩვენ ურთიერთობა აღარ გვქონია. ბექა სკოლის დასრულების შემდეგ დააკავეს და ციხეში იჯდა. პროცესს არც კი დავსწრებივარ. ის დაახლოებით ორი წლის წინ გათავისუფლდა. დათას და ბექას ურთიერთობა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღდგა. ბექა 2 წლის წინ გამოჩნდა. ჩემი დათა ბექას, სულ არიგებდა. არ მოსწონდა მისი ჩაცმულობა, არც მისი მეგობრები. ისინი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ბექა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სტილისტის პროფესიას დაეუფლა და მუშაობდა კიდეც. დათას ჩემთვის არაფერი უთქვამს. რა ვთქვა? ან როგორ დავიჯერო ის ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება? ჩემს შვილზე რაც გინდათ მკითხეთ, თუნდაც სოფელში ჩადით და იკითხეთ დათა კვარაცხელია. დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დააკავეს. არ ვიცი, რა ეშველება ჩემს შვილს,“ – ამბობს ნანა შენგელია.„კვირა“ სოფელ ჯგალის სკოლის დირექტორს ნონა კვარაცხელიას გაესაუბრა. დირექტორმა ყოფილი მოსწავლე დავით კვარაცხელია დადებითად დაახასიათა.„ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. ცეკვავდა. სკოლას ყოველთვის ასახელებდა. ბრწყინვალე მოსწავლე იყო. სწავლის დასრულების შემდეგ თბილისში წავიდა, სტომატოლოგიურზე ჩააბარა. ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახია. დათას პატარა და დღემდე სკოლაში სწავლობს. ბებია საბავშვო ბაღის აღმზრდელია,“ – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალის სკოლის დირექტორი ნონა კვარაცხელია.„კვირა“ სოფელ ჯგალში, დათა კვარაცხელიას ბებიას, საბავშვო ბაღის აღმზრდელს ზოია კვარაცხელიას დაუკავშირდა, რომელმაც შვილიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია ტელევიზიიდან შეიტყო. ბებია მომხდარით შოკირებულია. ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არ სჯერა.„ჩემი შვილიშვილი აქ მყავდა. 25 -ში წავიდა თბილისში. რატომ წავიდა, არ ვიცი, მაგას მე ვინ მეტყვის. დათა სულ არიგებდა მის ბიძაშვილს, ბექას. არ მოსწონდა მისი საყურეები და ჩაცმულობა. უნდოდა წესიერად ეცხოვრა, მაგრამ ბექა არ ემორჩილებოდა. დათა სულ სხვანაირი ბიჭია. როგორ მოხვდა ციხეში. დღეს გავიგე ეს ამბავი, გუშინ ტელევიზიას გადმოუცია. ისეთი შვილიშვილი მყავს, სულ ფეხით ჩამოვალთ მთელი სოფელი და ყველას მოვუყვებით დათას შესახებ,“ – ამბობს კვირასთან ბრალდებულ დათა კვარაცხელიას ბებია.„კვირა“ დანაშაულის დაფარვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულის დათა კვარაცხელიას ადვოკატს დაუკავშირდა. ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ხვალ, 8 ნოემბერს, საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს და სარჩელი შეაქვს.„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ დათა კვარაცხელიას ბრალი კი აქვს წარდგენილი დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაში, თუმცა, საქმის მასალებში ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. საქმის მასალებში არის ერთი პატარა დეტალი. ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მან დათა კვარაცხელია გაიცნო და მომხდარის შესახებ იმავე დღეს მოუყვა, რაც საეჭვო გარემოებაა, რადგან როგორ შეიძლება ახალგაცნობილ, შენთვის უცნობ პიროვნებას ასეთი დანაშაულის შესახებ უამბო. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ ხვალ. დათა დუმილის უფლებას იყენებს. მას რამდენჯერმე უკვე შევხვდი და წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს“, – ამბობს ადვოკატი ნიკა სადრაძე.მისივე თქმით, დათა კვარაცხელია და ბექა შენგელია სამართალდამცავებმა ერთად დააკავეს, ისინი მარჯანიშვილის მოედანზე ერთ-ერთ კაფეში ისხდნენ.
სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
დეკემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.6682
EUR3.0324
GBP3.4009
RUB3.9852
თბილისი 1°-9°
ქუთაისი 8°-15°
ბათუმი 12°-17°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia