www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
13:18 08.11.2016
კახეთში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება
კახეთში, ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.

ამის შესახებ „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ (IWPR) იტყობინება, რომლის ვებგვერდზეც ჟურნალისტ აიდა მირმაკსუმოვას შესაბამისი მასალა გამოქვეყნდა.

სტატიის თანახმად, ყვარლის რაიონში მდებარე თივის, სარუსოს და ჩანტლისყურეს სოფლებში, ასობით გოგონა წინდაცვეთის პროცედურას გადის.

„საქართველოს ხელისუფლება პირობას დებს, რომ გამოძიებას ჩაატარებს“, - აღნიშნავს ჟურნალისტი. 

„საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა IWPR-ს, რომ მას ამ პრაქტიკის შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდა და არც ერთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას ან ადამიანის უფლებების დამცველ ორგანოს არ შეუტყობინებია, რომ ქვეყნის რომელიმე ნაწილში წინდაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

მასთან საუბარში მუფთი იასინ ალიევი ამბობს, რომ ისლამი გოგონებს წინდაცვეთას არ ავალდებულებს. თავის მხრივ, მეცნიერი პაატა იმნაძე დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აღნიშნავს, რომ წინდაცვეთის პროცედურა ზრდის ინფექციური დაავადების რისკს.

მასალის თანახმად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აცნობა IWPR-ს, რომ უწყებაში პირველად გაიგეს საქართველოს ტერიტორიაზე წინდაცვეთის პრაქტიკის გამოყენების შესახებ.

„კახეთში მომუშავე არც ერთ ჩვენს განყოფილებას ამის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. თუ ვინმე დახმარების თხოვნით მოგვმართავს, შესაძლებელი იქნება შემოწმების ჩატარება, თუმცა, აქამდე, არც ერთი საჩივარი არ შემოსულა“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. 

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის წარმომადგენელი IWPR-სთან საუბარში ირწმუნება, რომ აღნიშნული საკითხის გამოძიება დაიწყება. 

„გადავამოწმეთ თქვენი ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებში და ინსტიტუტებში, ასევე სახალხო დამცველის ოფისში, თუმცა იქ მსგავსი ფაქტები ნახსენები არ არის. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველმა მზადყოფნა გამოთქვმა, ჩაატაროს მონიტორინგი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში და მოგვაწონოს შესაბამისი ინფორმაცია“, - აცხადებენ საპარლამენტო კომიტეტში. 

IWPR-ის მასალაში აღნიშნულია, რომ გაერო-ში წინდაცვეთის პრაქტიკის გამოყენებას ადამიანის უფლებების დარღვევად და ქალის დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმად მიიჩნევენ.

კომენტარები:
Frenchie2016-11-30 19:56:24
That's an astute answer to a tricky quoteisn

Johnelle2016-12-01 16:37:15
Just do me a favor and keep writing such <a href="http://qfskneiht.com">trannhect</a> analyses, OK?

Gatsy2016-12-01 22:39:59
If you're reading this, you're all set, padnrer! http://kxxnsxjeitf.com [url=http://imbtggzqwh.com]imbtggzqwh[/url] [link=http://ijkimirfp.com]ijkimirfp[/link]

Jady2016-12-03 11:21:37
This is way better than a brick & mortar <a href="http://oksafh.com">eslistabhment.</a>

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ივლისი 2018
ივლისი 2018
ივლისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.4417
EUR2.8436
GBP3.1813
RUB3.843
თბილისი 19°-29°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 21°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia