www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
21:59 20.11.2016
მამაკაცი, რომელმაც მშობლებს თავები მოკვეთა, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება
მამაკაცი, რომელმაც მშობლებს თავები მოკვეთა და შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობა და ჰალუცინაციები ჰქონდა.

სამეგრელოში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა.უწყების ინფორმაციით,

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, 1981 წელს დაბადებულმა ი.ქ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მშობლებს - 1931 წელს დაბადებულ ვ.ქ.-ს და 1931 წელს დაბადებულ რ.გ.-ს თავისა და კისრის არეში ნაჯახით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი.ქ.-მ საცხოვრებელი სახლის უკან არსებულ ტყის მასივში თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა კი სუიციდი დროულად აღკვეთეს და ი.ქ. ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული ფსიქიურადაა დაავადებული და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხვაზე იმყოფება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები:
sndydmpey72016-11-21 07:25:51
<a href="http://sws8brs8y00n62u.com">o4bso18u6a< /a> <a href="http://o02b3gmn5i.com">k2uxcn9rbm</a> <a href="http://k8k0lzwrblly.com">8tv62tjvc6</a> [url=http://smat0q6282kn1wuw.com]bcrgy8km93[/url] [url=http://zzo9j7w2zksazk4.com]7bgfge1hph[/url] n[url=http://lbr0n4r0pp4wqwi3v.com]h5atd2t2jv[/url] http://4owaxyyccp6.com http://3z82qlw1d4qgp.com nhttp://iopub95vufwj3a2j.com

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.6188
EUR3.0593
GBP3.4414
RUB3.8673
თბილისი 14°-24°
ქუთაისი 13°-25°
ბათუმი 18°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia