www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
16:05 24.11.2016
„გირჩი“ გიორგი მარგველაშვილს - ბატონო პრეზიდენტო, საინტერესოა, იცით თუ არა, რა არის სავალდებულო სამხედრო სამსახური?
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია „გირჩის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ. 

„ბატონო პრეზიდენტო, გუშინ თქვენ განაცხადეთ, რომ მხარს უჭერთ თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენას სამინისტროს პირადი შემადგენლობის დანაკლისის აღმოფხვრის მოტივით. 

ბატონო პრეზიდენტო, საინტერესოა, იცით თუ არა, რა არის სავალდებულო სამხედრო სამსახური?

სავალდებულო სამხედრო სამსახური არის ახალგაზრდა მამაკაცებისთვის გარკვეული ვადით თავისუფლების აღკვეთა სახელმწიფოსგან ძალადობის შიშით. თავისუფლებააღკვეთილი ოთხი ახალგაზრდა მამაკაციდან სამს, აიძულებთ დგომას სახელმწიფო უწყებების შლაგბაუმებთან და სასჯელაღსრულების ობიექტების კოშკურებზე სხვა თავისუფლებააღკვეთილი ადამიანების სადარაჯოდ. ამ ფორმით თქვენ, საქართველოს კონსტიტუციის გარანტი, არღვევთ ქვეყნის კონსტიტუციას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ შრომა თავისუფალია.

გასაგებია, რომ თქვენი მთავარი არგუმენტი ქვეყნის უსაფრთხოებაა, რომელსაც თქვენი აზრით, პირადი შემადგენლობის, ადამიანურ ენაზე კი პერსონალის დეფიციტის პრობლემა აქვს და ამ საბაბით ოთხიდან ერთ ადამიანს აიძულებთ დაგიცვათ.

იცით თუ არა, რომ ამ წლების განმავლობაში თქვენ უკვე ათასობით ახალგაზრდას წაართვით ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. იმისთვის, რომ ახალგაზრდა მამაკაცები სახელმწიფოს კლანჭებს დაუსხლტნენ, ისინი, ნამდვილი პატიმრების მსგავსად, საკუთარ სხეულს ფიზიკურ დაზიანებას აყენებენ; საჭიროებისა და სურვილის გარეშე აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და სწავლის გახანგრძლივების მიზნით განზრახ არ სწავლობენ და არც გამოცდებს აბარებენ; მიდიან ქვეყნიდან; ერთი წლით საკუთარი თავის გამოსასყიდად გიხდიან 2000 ლარს და ა.შ., კონკრეტული ოჯახის ფინანსური შესაძლებლობისა და ადამიანების კრეატიულობის შესაბამისად.

ოთხიდან ერთი ადამიანი, ვისაც თავდაცვის სამინისტროში უკარით თავი, ის ახალგაზრდაა, ვინც გამოსასყიდი ვერ გადაგიხადათ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება ვერ შეძლო და სხვა მეთოდების გამოყენებაც არ მოინდომა. თავს იტყუებთ ან ღრმად ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგება, ამ ადამიანებს თქვენი დაცვა ენდომებათ.

გვესმის, რომ მთავარსარდლის როლის მორგებას ცდილობთ, მაგრამ იმდენი უნდა გესმოდეთ, რომ თუ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების თავისუფალ ნებას პატივს არ სცემს, მაშინ ამ მოქალაქეებს სახელმწიფოს პატივისცემას ვერავინ მოსთხოვს“, - ნათქვამია „გირჩის“ განცხადებაში.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 11°-22°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia