საქართველოს პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა.ნდობის მისაღებად მთავრობას პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდა. მთავრობის შემადგენლობას 110-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, პარლამენტის 19-მა წევრმა მისცა ხმა.
ორდღიანი პროცესი კენჭისყრით დასრულდა. რომლის ფარგლებში საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ჰყავს. გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი „პატრიოტთა ალიანსის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეხვდა.