www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
10:01 07.12.2016
"სახელმწიფომ უნდა დაანებოს თავი ილუზიას, რომ ის უკეთესად მართავს, ვიდრე კერძო სექტორი"
სახელმწიფომ უნდა დაანებოს თავი ილუზიას, რომ ის უკეთესად მართავს, ვიდრე კერძო სექტორი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და ჯანდაცვის სფეროს შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. 

გიორგი ქადაგიძის თქმით, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა რომ ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანაა, ეს უდავოა, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობა შინაარსიდან გამომდინარე ყოველთვის რთულია თემით სპეკულაციისა და პოპულიზმის გამო.

„2014 წლიდან სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ იგი უკეთესად მართავს ჯანდაცვის ხარჯებს, ვიდრე კერძო სექტორი და მივიღეთ შემდეგი ვითარება. ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს და საკუთარ ფინანსურ მაჩვენებლებს აქვეყნებს კომპანია „ევექსია“, რომელსაც სხვა კონკურენტებთან შედარებით გაცილებით დიდი აქვს ადმინისტრაციული დანახარჯები და მიუხედავად ამისა, მომგებიანობა (დაბეგვრამდე და ამორტიზაციამდე) 30%-ია. თუ ამ რიცხვს განვაზოგადებთ (მერწმუნეთ ეს ძალიან კონსერვატიული მიდგომაა) გამოდის:

- 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე ფაქტიურად დახარჯული 600 მილიონი ლარიდან, 200 მილიონი რამდენიმე კლინიკის მეპატრონეთა მოგებაა. იგივე მდგომარეობაა თითქმის ყველა სხვა პროგრამაში (დიალიზი, ნარკოლოგია და ა.შ.)

- ანუ 800 მილიონიდან, რომელსაც სახელმწიფო ჯანდაცვაზე ხარჯავს და სოციალურ ბიუჯეტს ეძახის, 240 მილიონი არის კლინიკების და პროგრამების ოპერატორების მოგება და ამას კიდევ უნდა დავუმატოთ თვითონ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯი.

- ამავე დროს არ იზრდება არც ექიმების და არც სხვა სამედიცინო პერსონალის ხელფასები და არ უმჯობესდება ზოგადი ხარისხი.

ჯანდაცვის მენეჯმენტი რთული და კომპლექსური საკითხია უამრავი პრობლემით მაგრამ შემდეგი ორი ნაბიჯი არის ჩემი აზრით აუცილებელი.

- სახელმწიფომ უნდა დაანებოს თავი ილუზიას, რომ ის უკეთესად მართავს, ვიდრე კერძო სექტორი. პროგრამების მართვა უნდა მაქსიმალურად განკერძოვდეს და შემოვიდეს კონკურენცია ამ სფეროში.

- ყველა, ვინც შემოსავლის უმეტეს ნაწილს იღებს საბიუჯეტო სახსრებიდან ვალდებული უნდა იყოს გამოაქვეყნოს თავისი ფინანსური ანგარიშგება (როგორც ეს ბანკებში/დაზღვევაშია). 

მყისიერი ფისკალური ეფექტი - 100 მილიონი ლარი“, - წერს ქადაგიძე.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი შემდეგ თემასაც აანონსებს, რომელზეც ის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას გეგმავს. ესაა - სასამართლო გადაწყვეტილებების გავლენა ეკონომიკაზე. 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ივლისი 2018
ივლისი 2018
ივლისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.4417
EUR2.8436
GBP3.1813
RUB3.843
თბილისი 19°-27°
ქუთაისი 18°-28°
ბათუმი 20°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia