www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
17:15 08.12.2016
მთის კურორტებზე სათხილამურო სეზონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე, 10 დეკემბერს გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანილმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ოფიციალურ კომენტარი გააკეთა, როდის იხსნება სათხილამურო სეზონი გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთსა და გოდერძე და რა ინფრასტრუქტურული პროეტები განხორციელდა.

კურორტი გუდარი , ბაკურიანი (დიდველი) გოდერძი და სვანეთი (ჰაწვალი) გაიხსნება 10 დეკემბერს .

რაც შეეხბა  კურორტ თეთნულს 24 დეკემბერს  გაიხსნება სათხილამურო სეზონო , კოხტა-მიტარბი კი 25 დეკემბერს. 

მნიშვნელოვანია ისც , რომ ოთხივე კურორტზე შესაძლებელია ერთი აბონემენტით სრიალი, ასევე ინოვაციური პროექტია ისიც, რომ შესაძლებელია ოლაინ რეჟიმში  მოხდეს აბონემენტზე  თანხის ჩარიცხვა , რაც რიგში დგომის პრობლემას მოხსნის.

2016 წელს სამთო-სათხილამურო კურორტებზე პირველად ერთდროულად აშენდა 9 ახალი საბაგირო. 3საბაგირო თეთნულდზე, 3 საბაგაირო მიტარბში (ბაკურიანი) და 3 ახალი საბაგირო შეემატა კურორტ გუდაურს.

ბაკურიანი-მიტარბის პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობთ ხორციელდება. კურორტი 30 წლიანი პუზის შემდეგ კვლავ მიიღებს ვიზიტორებს. მიტარბი პირველი კურორტი იქნება საქართველოში, რომელიც წინასწარი დაგეგმვის მიხედვით განვითარდება.

ფრანგულ კომპანია GEODE-მ შეიმუშავა კოხტა-მიტარბის მასტერპლანი. საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც დაიგეგმება  კურორტის განვითარება და მასზე ქაოტური განაშენიანება არ მოხდება.

გუდაურში მთავარი სიახლე „დოპელმაიერის“ ფირმის ახალი საბაგირო და 2 ბიგელი. საბაგირო ზამთრის სათხილამურო სეზონზე  გაიხსნება. ახალი საბაგიროს დამონტაჟებით განიტვირთება რიგები, არსებულ სათხილამურო ტრასებს კი კიდევ დაემატება ახალი ტრასები.

გუდაურის განვითარების პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო კანადურმა კომპანია „ეკოზაინმა“ მოამზადა. გეგმა ითვალისწინებს კობი-გუდაურის სამთო-კურორტის განვითარების ახლებურ ხედვას, მის ტერიტორიაზე დამატებითი ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. პროექტმა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს მისი საინვესტიციო მიმზიდველობა. საერთაშორისო დონის კურორტად ჩამოყალიბებისთვის თანმიმდევრული განვითარება უკვე დაწყებულია.

კურორტ თეთნულდზე აშენდა 3 ახალი საბაგირო. კურორტს უნიკალური ხარისხის თოვლი და ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რაც მას აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად აქცევს. თეთნულდი ერთდროულად 7 000 მოთხილამურის მიღებას შეძლებს.

თეთნულდის სათხილამურო ტრასა ამიერკავასიაში ყველაზე გრძელი (9.5კმ) და  ყველაზე დიდი  ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ )იქნება .

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
ვალუტა ამინდი
USD2.6972
EUR3.0921
GBP3.5155
RUB4.1098
თბილისი 11°-22°
ქუთაისი 13°-26°
ბათუმი 17°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia