www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
19:23 19.12.2016
სალომე დუმბაძეს და მის ბაბუას ჩვენი დახმარება სჭირდებათ!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელზე მეტია, სრულიად უფასოდ  სასიცოცხლო დახმარებას უწევსსაწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მათ შორის პატარა ბავშვებსაც.

სალომე დუმბაძემხოლოდ 2 წლისაა, დაბადებიდან ავადაა და მისი გაუსაძლისი ტკივილების შემყურე, მთელი ოჯახი იტანჯება.

მესამე შვილს ოჯახში დიდი სიხარულით ელოდნენ.  გოგონას დაბადება განსაკუთრებით უფროს დებს, მარიამს და ანას ახარებდა. ისინი ოცნებობდნენ, რომ პატარა დაიკოს პრინცესასავით მორთავდნენ და ერთად ბევრს ითამაშებდნენ. მაგრამ მათი ოცნებები ვერ ასრულდა. სალომე უამრავი თანდაყოლილი პათოლოგიით დაიბადა. მას ბავშვთა ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია აქვს, არ შეუძლია ყლაპვა და ამის გამო გოგონას ნაზოგასტრალური მილის საშუალებით კვებავენ.

შვილის ავადმყოფობა უდიდესი დარტყმა იყო. სალომეს მკურნალობისთვის ოჯახმა ყველანაირი რესურსი უკვე ამოწურა და ახლა ისინი კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები. მიზერული სოციალური შემწეობა საჭირო წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნით.

სალომეს თანატოლები უკვე ლაპარაკობენ, ამბობენ ლექსებს და თავიანთი „მიღწევებით“ მშობლებს ახარებენ. სალომე კი დაბადებიდან წევს, მას სულ მაღალი სიცხეები აქვს და ხშირი გულყრებით იტანჯება. პატარას კბილებიც კი არ ამოსვლია, ხელებს და ფეხებს ვერ ამოძრავებს და ვერც კი  ჯდება. 

დუმბაძეების ოჯახში, სალომეს გარდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ბაბუა თამაზს აქვს. დიაბეტი  გამომისთვის ორივე ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო.

დუმბაძეების ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება. მათ არანაირი საარსებო საშუალება არ გააჩნიათ. დედა იზო და მამა აკაკი ვერ მუშაობენ. ისინი შვილის და ბაბუის პრობლემებით ცხოვრობენ. სალომე ხშირად საავადმყოფოში წევს და როდესაც მასთან დედაა, სახლში უფროს შვილებს და ბაბუას ბატონი აკაკი უვლის.  აი ასეთ უმძიმეს ვითარებაში უწევთ მათ ცხოვრება. საკუთარი ძალებით ამ პრობლემებს ისინი თავს ვერ დააღწევენ. 

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გთხოვთ გვერდში დაუდგეთ ამ ოჯახს. თქვენი ნებისმიერი სახის უმნიშვნელო დახმარებაც კი მათ მომავლის იმედს ჩაუსახავს!

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმუოჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ანGE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სალომე დუმბაძეან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/168/

დაეხმარეთ ამ პატარა ანგელოზს და სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ თქვენ და თქვენს შვილებს

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
სექტემბერი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.6216
EUR3.0854
GBP3.4584
RUB3.934
თბილისი 13°-28°
ქუთაისი 17°-27°
ბათუმი 21°-23°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia