www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
23:31 29.12.2016
წელიწადნახევრიანი ბლოკადა - "რუსთავი 2"-ის მაუწყებლობას საფრთხეს ფინანსური პრობლემები უქმნის

რუსთავი 2 ყადაღის მოხსნას ითხოვს - არხის მაუწყებლობას, შეჩერების საფრთხეს ის ფინანსური პრობლემები უქმნის, რომელიც ყადაღის პირობებში მუშაობამ გამოიწვია. უკვე წელიწადნახევარია ტელეკომპანია სესხისა თუ ოვერდრაფტის აღების საშულებას მოკლებულია.

არხის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მსგავს პირობებში ტელეკომპანია საგადასახადო ვალდებულებების გასტუმრებას უკვე ვეღარ შეძლებს.

ნიკა გვარამიამ დღეს ხელისუფლებას, სასამართლოსა და შემოსავლების სამსახურს მიმართა. არხის გენერალური დირექტორი ყადაღის მოხსნას მოითხოვს. ტელეკომპანიის მიერ მსგავსი შუამდგომლობა სასამართლოშია შესული და ამ დრომდე უპასუხოა.

ახლა გადაწყვეტილება უკვე შემოსავლების სამსახურზეა, რომელსაც შეუძლია ინკასო დაადოს რუსთავი 2-ის ანგარიშებს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ 1000-ზე მეტი თანამშრომელი უხელფასოდ დარჩება და შესაბამისად, ეთერიც გაჩერდება, ან ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანიაზე დადებული ყადაღის მოხსნის შესახებ, რომელიც ისედაც უკანონოდ ადევს რუსთავი 2-ის ქონებას.

შემოსავლების სამსახურში დღეს მხოლოდ ის განმარტეს, რომ გადაწყვეტილებას კანონის ნორმების მიხედვით მიიღებენ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით არხის გენერალური დირექტორის მოწოდებას ამჯერადაც ზეწოლა უწოდა.

მმართველი გუნდის ნაწილი აცხადებს, რომ არხს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეფერხება არ უნდა შეექმნას, ნაწილი კი ტელეკომპანიის მხრიდან საგადასახადო ვალდებულებების გასტუმრების დაგვიანებას დანაშაულად განიხილავს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე შეტევას ამჯერად ფინანსური რესურსის შეზღუდვით ახორციელებს.

თავისუფალი დემოკრატების წევრი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურს კანონი ინკასოზე უარის თქმის საშუალებას აძლევს. 

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
ივლისი 2018
ივლისი 2018
ივლისი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ვალუტა ამინდი
USD2.4417
EUR2.8436
GBP3.1813
RUB3.843
თბილისი 19°-29°
ქუთაისი 19°-29°
ბათუმი 21°-26°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia