www.people.ge
13:43 10.01.2017
2016 წელს ყველაზე მეტი შემოწირულობა "ქართულმა ოცნებამ' მიიღო
2016 წელს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 34,465,034.50 ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი - 22,995,584.00 ლარი „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო. 

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნათქვამი, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ 2016 წელს მიღებულ შემოწირულებებს მოიცავს. 

სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, 2016 წელს ყველაზე მეტი შემოწირულება - 22,995,584.00 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. გასულ წელს მიღებული შემოწირულებების მიხედვით მეორე ადგილზეა მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4,491,467.43 ლარი, შემდეგ ადგილს იკავებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1,644,168.80 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 1,126,691.35 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ - 718,690.00 ლარი, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ - 626,520.90 ლარი, სამოქალაქო პლატფორმა - „ახალი საქართველო“ - 373,966.50 ლარი, ილია კოკაია დამოუკიდებელი დეპუტატი - 337,400.00 ლარი, ვასილ ხანიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი - 304,840.00 ლარი, ცეზარ ჩოჩელი დამოუკიდებელი კანდიდატი - 280,000.00 ლარი და ა.შ. 

პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო სუბიექტებმა 2016 წელს შემოწირულებების სახით საერთო ჯამში, 34,465,034.50 ლარი მიიღეს.

ამასთან, აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, შემოწირულებები განხორციელდა 2854-ჯერ, საიდანაც 186 არის საწევრო შენატანი, 95-ჯერ დაფიქსირებულია იურიდიული პირის შემოწირულება, ხოლო 204-ჯერ - არაფულადი შემოწირულება. სულ შემოწირულებები მიღებულია 79 იურიდიული პირისგან, ჯამში - 4,026,580.00 ლარის ოდენობით.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
თებერვალი 2018
თებერვალი 2018
თებერვალი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
ვალუტა ამინდი
USD2.4686
EUR3.0435
GBP3.4442
RUB4.3637
თბილისი 1°-9°
ქუთაისი 6°-17°
ბათუმი 8°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia