www.people.ge
სარეკლამო ადგილი - 2
475 x 100
სარეკლამო ადგილი - 3
475 x 100
12:33 11.01.2017
სიყვარული არ ბერდება!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი, 4 წელიწადზე მეტია ზრუნავს მარტოხელა, ყველასგან დავიწყებულ ხანდაზმულ ადამიანებზე.

ვენერა და ნიკოლოზ და  ჭუმბურიძე ჩვენი ფონდის ბენეფიციარები არიან, მათ 50 წელი იცხოვრეს ერთად და ერთმანეთი ახლაც ისე უყვართ, როგორც ადრე!

ქალბატონმა ვენერამ, სკოლის დამთავრების შემდეგ ბიბლიოთეკაში დაიწყო მუშაობა, სადაც იგი მომავალმა მეუღლემ, ახალგაზრდა ნიკოლოზმა შენიშნა და პირველივე ნახვით შეუყვარდა ლამაზი გოგონა.

მან ხელი სთხოვა ვენერას და 1966 წლის 26 ოქტომბერს იქორწინეს კიდეც. ამ დღეს უკვე 50 წლის განმავლობაში დიდი რუდუნებით აღნიშნავენ და არასდროს ავიწყდებათ ის. ერთად იმდენი განსაცდელი გადაიტანეს, გახსენებაც კი უჭირთ...

„აფხაზეთის ომის დროს, ჩემი ბუჭა (ასე ეძახის ვენერა მეუღლეს) საომრად წავიდა. მაშინ 62 წლის იყო ის ხომ სამხედროა, გენერალ–მაიორი! ძალიან ვნერვიულობდი, მეშინოდა... მაგრამ პირობა მომცა, რომ ჩამოვიდოდა და მარტოს არ დამტოვებდა. დაჭრილი ჩამომიყვანეს, ძლივს გადარჩა. საავადმყოფოდან რომ გამოვიყვანე, მთელი წელი სახლში ვუვლიდი და ფეხზეც დავაყენე. მის გარეშე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს? ის ჩემი ცხოვრებაა!“ – ამბობს ქალბატონი ვენერა და მეუღლეს ეალერსება.

ახლა კი 88 წლის ნიკოლოზი, რომელსაც ოთახში გადაადგილება უჭირს,  თავად უვლის მეუღლეს. ქალბატონი ვენერა, დავარდა და ფეხი მოიტეხა, და მხოლოდ მეუღლეზეა დამოკიდებული. ნიკოლოზი მას საჭმელს უმზადებს, ურეცხავს...

„მთელი ცხოვრება ხელის გულზე მატარებდა, მეფურად მივლიდა და ახლა მას სითბოს და სიყვარულს ვუბრუნებ. ვიცი რომ ისე ვერ ვუვლი როგორც საჭიროა, მაგრამ ვცდილობ.“ – ამბობს ნიკოლოზი.

ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან საუბარი – ერთი სიამოვნებაა, ჩერნოვეცკის ფონდი ყველანაირად ცდილობს, რომ მათ ცხოვრება შეუმსუბუქოს. მათთვის პროდუქტები და წამლები მიაქვთ, რადგან მიზერული პენსია კომუნალურ გადასახადებში ძლივს ჰყოფნით.

ერთადერთი, რაზეც ეს მოხუცები ოცნებობენ, სარეცხი მანქანაა. ბატონ ნიკოლოზს უკვე ძალიან უჭირს ხელით რეცხვა, დამხმარე კი არავინ ჰყავთ! სამწუხაროდ მათ შვილი არ ჰყოლიათ და მარტოობაში უხდებათ ცხოვრება.

თუ გაქვთ საშუალება აუსრულოთ ამ შესანიშნავ ადამიანებს ოცნება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჭუმბურიძეების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან www.fsp.ge/ge/donate/171/

ჩვენც დავბერდებით! არ დაივიწყოთ თქვენი ახლობლები და ყოველთვის დაეხმარეთ მათ, ვისზეც არავინ ზრუნავს!

სარეკლამო ადგილი - 24
630 x 250
კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
იანვარი 2019
იანვარი 2019
იანვარი 2019
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
ვალუტა ამინდი
USD2.6613
EUR3.0283
GBP3.4211
RUB4.0074
თბილისი -2°-11°
ქუთაისი 1°-8°
ბათუმი 5°-10°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia