www.people.ge
16:18 12.01.2017
გიგი უგულავა - ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დამთავრდა იქ, როცა ზუგდიდის საუბარი მოვისმინე
პოლიტიკურ დევნილთან პოლემიკასა და ჭიდაობაში არ შევალ, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. 

უგულავამ ”ნაციონალური მოძრაობის” დატოვების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაფუჭებული მანქანის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ როცა ავტომანქანა დაძველდება, ჯართში უნდა მოისროლო. 

”ჩვენ, პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას და ის მაინც გიყვარს, შეიძლება დააყენო და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები გაასეირნებენ შაბათ-კვირას, მაგრამ თუ ეს მანქანა ანტიკვარად არ იქცა და ისევ გაწუხებს, მაშინ შეიძლება მოისროლო ჯართში. ყველა პოლიტიკოსი ამ არჩევანის წინაშე ვართ. ჩვენი ქმედებებით ვაგებთ პასუხის იმ სიკეთეზე, რაც შეიძლება ხალხს მოუტანო და იმ არასწორ ქმედებებზე, რომელიც ჩვენს მეგობრებს და ჩვენს ქვეყანას შეიძლება მოვუტანოთ. დიახ, მეგობრებო, 2012 წელს ჩვენ ყველანი ჩამოვვარდით დიდი კვარცხლბეკიდან და ეს იყო ხალხის გადაწყვეტილება. ამ დებატებში მე არ შევალ, ხალხის გადაწყვეტილება ყოველთვის არის სწორი და ჩვენ ის უნდა მივიღოთ და სწორი დასკვნები გავაკეთოთ”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” გარდა სხვა პარტიაში არასოდეს ყოფილა და ამ პარტიის გამო ციხეშიც იჯდა, თუმცა ყოფილი მერის თქმით, ეს ის გამოწვევა იყო, რომელიც თავად მიიღო. უგულავა მიიჩნევს, რომ პარტიები ასე სოკოებივით და ერთი ადამიანის გარშემო არ უნდა იქმნებოდნენ.

”არანაირ სხვა პარტიაში მე არ ვყოფილვარ, ეს არის ჩემი ერთადერთი პარტია, რომელსაც მე ვქმნიდი და ამ პარტიის გამო ვიჯექი ციხეში, არავის არაფერს ვამადლი, ეს ჩემი შეგნებული არჩევანი იყო. მაგრამ ჩვენ 2012 წლის შემდეგ, თითოეულმა ჩვენთაგანმა, პირველ რიგში კი, მიშა სააკაშვილს, უნდა დაგვემტკიცებინა და ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა, გვაქვს უნარი, ჩვენი ბევრი არასწორი ქმედება გავაანალიზოთ. ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ის პრობლემები, რომელიც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს აწუხებს. ხალხს პოლიტიკოსები არ აინტერესებს, ხალხს აინტერესებს განვითარება, პროგრესი და ნორმალური თავისუფალი გარემო იმისათვის, რომ ნორმალურად იცხოვროს და ოჯახი კეთილდღეობაში ამყოფოს”, - აღნიშნა ყოფელმა მერმა.

ამ კონტექსტში კი გაიხსენა, თუ რას სთავაზობდა ხალხს 2012 წლის შემდეგ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. უგულავას მტკიცებით, 2012 წელს, ვიდრე მას დააპატიმრებდნენ, პარტიის ამოცანა იყო შეჯერებულიყვნენ ურთიერთობების ფორმებზე, ყველაფერი ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთაღიარებაზე ყოფილიყო დაყრდნობილი.

უგულავას თქმით, ცარიელ სკამზე პოტინი გაუგებარია და თუ პარტია შიგნით ვერ ჩაატარებს რეფორმას, მაშინ საზოგადოება არ მიიღებს გულწრფელად იმას, რომ ”შენ შეგიძლია პარტია კრიზისიდან გამოიყვანო”. 

”ეს არის 2-ჯერ ორი ოთხი. მივმართავ ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებსა და წევრებს, ყველა იმ ადამიანს, არ ვთვლი, რომ ვიღაცა 99%-ია და ვიღაცა 1%, რომ ვიღაცა ღმერთია და ვიღაცა 0, ვინც ასე აყენებს საკითხს, მე მათ გვერდზე აღარასდროს ვიქნები. რადგან ასე საკუთარი თავი დაიმცირო, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის. ჩვენ ვქმნით და ვიყავით თავისუფალი ადამიანების მოძრაობა, რა თქმა უნდა, როცა საჭირო იყო შეიძლებოდა ვინმეს ეყვირა კიდეც ერთმანეთისთვის, რადგან პოლიტიკა არ არის დავარცხნილი საუბარი, პოლიტიკა არის მუდმივი ჭიდილი, მაგრამ ისმის კითხვა, როცა შენ საკუთარ შექმნილ პარტიას თავადვე დაანგრევ, ისმის კითხვა, გაქვს შენ ამის უფლება? დიახ, გაქვს, მე მასთან დღეს პოლემიკაში და ჭიდაობაში არ შევალ, ის არის პოლიტიკური დევნილი და ის პოლიტიკურ დევნილად დარჩება ვიდრე ეს უაზრო საქმეები იქნება აღძრული მასზე და იმ თანამებრძოლებზე, რომლებიც ციხეში სხედან, მაგრამ ამ მარაზმში ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მარაზმში მონაწილეობა არ შეიძლება. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი დამთავრდა იქ, როცა ზუგდიდის საუბარი მოვისმინე”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები:
დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო)

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)




გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას?
შედეგი
ხმის მიცემა
სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ისინი დაბრუნდნენ (ვიდეო)
ოჯახი თავლაში, რომელიც პურით და ხახვით იკვებება (ვიდეო)
მეჩითოვი: ქართველებმა ყოველ დღე უნდა დალიონ რუსეთის სადღეგრძელო (ვიდეო)
პირველი განხეთქილება ივანიშვილის ხელისუფლებაში - კალაძე მიდის...
საგანგებო განცხადება მართვის მოწმობის აღებასთან დაკავშირებით
დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება 1 აპრილიდან დაიწყება
რასმუსენი ივანიშვილის მთავრობის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას აპროტესტებს
თებერვალი 2018
თებერვალი 2018
თებერვალი 2018
ორშსამშოთხხუთპარშაბკვ
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
ვალუტა ამინდი
USD2.4686
EUR3.0435
GBP3.4442
RUB4.3637
თბილისი 1°-9°
ქუთაისი 6°-17°
ბათუმი 8°-14°
მთავარი
2015-06-10
visitor 15 878
visit 17 972
page 34 349
2015-06-11
  3 736
  3 867
  7 201
  რეკლამა საიტზე
ტელ.: 599 877-901
555 728-962
info@people.ge Information Technologies
www.people.geCopyright © Presa.ge, 2012, Tbilisi, Georgia