უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე პოლკოვნიკი დღეს კიევის სააპელაციო სასამართლოდან უნდა გაათავისუფლონ
უკრაინაში დაკავებული ქართველი ვიცე პოლკოვნიკი დღეს კიევის სააპელაციო სასამართლოდან უნდა გაათავისუფლონ. უკრაინის პროკურატურა სავარაუდოდ, არ მოითხოვს გია ცერცვაძის პატიმრობაში დატოვებას. სხდომა კიევის დროით 12 საათზე გაიმართება.
პროცესზე დასასწრებად თბილისიდან კიევში გაემგზავრა ცერცვაძის მეუღლე. დაკავებულის მხარდასაჭერად სააპელაციო სასამართლოში მისვლას გეგმავენ მისი ქართველი და უკრაინელი თანამებრძოლები. ადვოკატის თქმით, გია ცერცვაძის გასათავისუფლებლად საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.
"იმედი მაქვს პროკურატურასთან შევთანხმდებით და მას გაათავისუფლებენ. ვფიქრობ, ამის შემდეგ შემოწმებები ექსტრადიციისთვის აღარ იქნება. მჯერა ყველაფერი გამოგვივა," - აცხადებს ქსენია პროკონოვა.